ილია მეორე: მეორედ მოსვლის დროს, მთელი მსოფლიო განკითხული იქნება ქართული ენით

0

“ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა და მისის სიმდიდრე უპირველს ყოვლისა სულიერ სიმდიდრეშია.

loading...

ჩვენი ენა, კულტურა, ლიტერატურა, ფილისოფია, სარწმუნოება, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავკარგოთ და წმინდა გიორგი ლოცვით საქართველო შეინარჩუნებას ამას, იმიტომ, რომ საქართველოს მფარველია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი[…]

საქართველო გამთლიანდება, ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი.

საქართველო აყვავდება, გაბრწყინდება. შემთხვევით არ არის, იოანე ზოსიმე რომ ამბობს:”სახარებასა შინა, ამას ენასა, ქართულ ენასა ლაზარე ჰქვია” ლაზარე გაცოცხლდა, აღდგა მკვდრეთით, ასევე აღდგება საქართველო და ჩვენი ენა, კულტურა და მეორედ მოსვლის დროს, როგორც ამბობს იოანე ზოსიმე, მთელი მსოფლიო განკითხული იქნება ქართულითა ენითა”– განაცხადა ილია მეორემ.

loading...

Share.