“იქნებ მეც და ჩემი ოჯახიც გაგვიშვათ საიქიოში…” – რამ გამოიწვია ქეთი წიკლაურის შეშფოთება

0

ლილი ზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – სოციალურ ქსელში ამ წარწერით ისევ გამოჩნდა დეზინფორმაციის შემცველი პოსტერი, რომელსაც “ფეისბუქზე” თავად ქეთი წიკლაური აზიარებს და აწერს, რომ ეს არ არის სიმართლე.ქეთიმ “პრაიმამბებთან” ფეისბუქმომხმარებელთა ამ გაურვეველი ჰობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, რომ ამ დეზინფორმაციას ჩემმა პოსტმა გაუკეთა პროვოცირება. 3 მარტს ჩემი და დედას ფოტოები დავდე წარწერით – მინდა, რომ დიდხანს იყო ჩემთან. როგორც მამაზე ააგორეს ჭორი, ისევე გააკეთეს ახლაც.რა ვთქვა, არ ვიცი. მგონია, რომ ეს განათლების და კულტურის დაცემის შედეგია. გაფუჭებული ტელეფონი ისედაც უყვარდათ ჩვენთან და

loading...

ახალ ეს ტელეფონი უფრო და უფრო გაბოროტდა.
მიაწვდინეთ ხმა, მეც მქონდა კოვიდი და იქნებ, მეც მიმაყოლონ და გაგვიშვან მთელი ოჯახი საიქიოში… გავერთოთ ცოტა. ეტყობა, რომანტიკულად მიაჩნიათ. თემური რომ გარდაიცვალა, ლილიც რომ ახლა წავიდეს, რომეო და ჯულიეტას რომანტიკული ისტორია გამოვა.

რა უბედურებაა, ლოცვა თუ გინდათ, წადით ეკლესიაში და ჩუმად გააკეთეთ ეს.

loading...

Share.