”კატასტროფაა, რაც აქ ხდება… იმედია, აქედან ცოცხალი გამოვალ…” – რას წერდა სიკვდილამდე ცოტახნით ადრე კლინიკიდან ჟურნალისტი ირინა ბოკუჩავა?

0

ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა გუშინ კოვიდით დაიღუპა. ის ვირუს თითქმის ერთი თვე ებრძოდა. სანამ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, ფეისბუქში იმ გაუსაძლის პირობებზე წერდა, რაც კლინიკაში იყო.
,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მოვხვდი დიღომში! ისიც ძლივს, შემთხვევით ერთი ადგილი გამონთავისუფლდა! კატასტროფაა, რაც აქ ხდება, ძველ, პრუჟინებამოყრილ საწოლზე ვიწექი წუხელ და წვეთი არ მიძინია, მიუხედავად “დიმედროლის” და სხვა საძილე საშუალებისა! ერთ თანაპალატელ სიფრიფანა გოგოს ისე შევეცოდე, თავის საწოლში გამიცვალა! აბაზანა-ტუალეტი კატასტროფა, სიბინძურე, გასახეხი ყველაფერი და ეს ხდება კოვიდიანების პალატაში!

loading...

მენეჯმენტი ნული. სადაა შეპირებული საწოლფონდი, მილიონებია დახარჯული ამ კოვიდპანდემიაზე. უარესისთვის მზადა ვართო! უარესი კი არა, ელემენტარულს ვერ აგვარებთ! იმედია, აქედან ცოცხალი გამოვალ და სადმე კარგი ინტერვიუ უნდა მივცე! სირცხვილია ხალხის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება, სირცხვილი! არ გეპატიებათ! არავითარი პრეტენზია არა მაქვს ექიმებთან და მედპერსონალთან, ისინი თავდაუზოგავად შრომობენ, მაგრამ ხელშეწყობა არა აქვთ!”, – წერდა რეჟისორი.

ირინა ბოკუჩავას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმებია: ,,„ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“, „როცა კარიბჭე გაიღება“. ის არის რეჟისორი მუსიკალური კლიპების – „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“, „ვარადა”.

loading...

Share.