“კატა კნავის ქარავანი მიდის, ძაღლებივითაც ვერ იყეფებიან ესენი” – რომან გოცირიძე

0

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ “ქართული ოცნების” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

loading...

“რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ სამარცხვინო განცხადებებზე ანდაზასაც კი არცხვენენ. ძაღლი ყეფს ქარავანი მიდისო ამბობენ. ძაღლებივით ვერ იყეფებიან ესენი. კატა კნავის ქარავანი მიდის.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტ, ზელენსკის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, რასაც “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. მთავრობამ კონსულტაციებისთვის უკრაინაში საქართველოს ელჩიც კი გამოიწვია.

loading...

Share.