კესარია აბრამიძე თხოვდება? -ფოტომოდელს ბიზნესმენმა რჩეულმა ორკარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა (ვიდეო)

0

ფოტომოდელი კესარია აბრამიძე იუბილარია. საკუთარი დაბადების დღის გადახდა, მას სეიშელის კუნძულებზე ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გამო, მისი გეგმები შეიცვალა და დაბადების დღეს ბათუმში შეხვდა.

loading...

მართალია, კესარიას დაბადების დღის გეგმები ჩაეშალა, თუმცა “ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საყვარელმა მამაკაცმა მას ბათუმშიც დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო. კესარიას ახალი რჩეული იტალიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია, რომელთანაც ფოტომოდელს რამდენიმეთვიანი ურთიერთობა აკავშირებს. კესარია მას ხშირად სტუმრობს იტალიაში, სადაც შოპინგობს, ძვირადღირებულ რესტორნებში ვახშმობს და დროს შესანიშნავად ატარებს.

წყვილი პანდემიამ დროებით დააშორა, თუმცა დაბადების დღის ღამეს კესარიას მისი რჩეული ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მოულოდნელად ესტუმრა. კლუბში გასართობად მისულ ფოტომოდელს ჯერ მისი გამოსახულებით ტორტი მიართვეს, შემდეგ კი ყვავილების თაიგული და უზარმაზარი ფეიერვერკი მოუწყვეს, რის შემდეგაც კლუბში მოულოდნელად მისი საყვარელი მამაკაცი გამოჩნდა, მან აბრამიძეს ირკარატიანი ბრილიანტის ბეჭედი და სვაროვსკის თვლებით გაწყობილი ჩანთა აჩუქა.

როგორც კესარიას მეგობრებმა “ნიუპოსტთან” განაცხადეს, კესოსთვის საყვარელი მამაკაცის საქართველოში გამოჩენა მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რამაც ძალიან გაახარა. მათივე თქმით, ბეჭედი რომელიც ბიზნესმენმა თაყვანისმცემელმა კესარიას მიართვა 15 000 დოლარი ღირს.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფოტომედელმა კიდევ გათხოვება გადაწყვიტა.

სიურპრიზის შემდეგ, წყვილი ბათუმში კესარიას რჩეულის იახტაზე განმარტოვდა.

loading...

Share.