presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, ივნისი 4
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ეს საინტერესოა»კორონავირუსი, რომელმაც ჩინეთში უკვე უამრავი ადამიანი მოკლა, სულ მალე საქართველოში იქნება – რას გვირჩევენ ექიმები და როგორ უნდა დავიცვათ თავი სასიკვდილო ვირუსისგან
ეს საინტერესოა

კორონავირუსი, რომელმაც ჩინეთში უკვე უამრავი ადამიანი მოკლა, სულ მალე საქართველოში იქნება – რას გვირჩევენ ექიმები და როგორ უნდა დავიცვათ თავი სასიკვდილო ვირუსისგან

presaBy presa23/01/2020კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

ჩინეთში გავრცელებული კონორავისური უკვე გლობალურ სახე იძენს. ახალი სასიკვდილო განაჩენი ევროპისკენ მოიწევს და საქართველოში უკვე საფრთხის პრევენციაზე საუბრობენ. სპეციალისტები საგანგებო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჯანდაცვის სამინისტროში დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს შესაძლო საფრთხეების შესახებ, ასევე, შეჯერდნენ ერთიან სამოქმედო გეგმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 22 იანვარს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.
შესაბამისად, აეროპორტებში შესაძლოა დაწესდეს სპეციალური კონტროლი იმისათვის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე თავიდან იქნას აცილებული, თუმცა, ამ ეტაპზე არსებული საკითხის შესახებ საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან რეკომენდაციებს ელოდება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, აუცილებელია თუ არა მსგავსი ზომების მიღება.
კორონავირუსის ახალი ტიპის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოში სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კი აღნიშნავს, რომ ჩინეთში, ვუჰანში აღმოჩენილი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე საქართველო უსაფრთხო ზონაში იმყოფება, თუმცა, გავრცელების რისკები მაინც არსებობს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამ დაავადებით დაინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში. ამასთან ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირს, რომელიც ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ავად გახდა და ვაშინგტონში საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგივე კორონავირუსი აღმოაჩნდა, რომელიც ვუჰანშია დაფიქსირებული.

სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში გაიგზავნა დირექტივები ინფექციის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე, მთელ მსოფლიოში გაძლიერდა ჩინეთიდან ჩასული ტურისტების შემოწმება.

ჩინეთში ვირუსისგან რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაავადების 571 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ტიპი სხვა ქვეყნებშიც შეიძლება გავრცელდეს.

ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ეტაპზე დროებით მუშაობას წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. შესაბამისად, ქალაქში, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა. გარდა ამისა, უქმდება ავიარეისები უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით.

რა არის კონორავირუსი?

კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც რესპირატორულ ინფექციებს იწვევს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია.

როგორია ახალი ვისურისის სიმპტომები?

ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი.

რას იწვევს კონორავირუსი?

ვირუსი იწვევს პნევმონიას. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა. რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“ზაზას ყოველდღე ვინც მეტს გადაუხდის ტრა*ს იმას აძლევს, ახვარი კაცი…” – კალანდიასა და სარალიძეს შორის მომხდარი დაპირისპირების კადრები (ვიდეო)
Next Article აირჩიეთ ფანქრის ფერი და ჩვენ გეტყვით, რა გაწუხებთ ამ მომენტში – ჯერ დაწერეთ შემდეგ კი ნახეთ

Related Posts

გოგონა 20 დღის განმავლობაში აშენებდა ქოხს ჯუნგლებში რათა შიგ ეცხოვრა…

04/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

თუ ცერა თითზე თითს დაიჭერთ, დიდ პრობლემას მოიხსნით – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

21/05/2023
უახლესი სტატიები

“თავისი ხელით გაუმზადა პატრიარქმა საჭმელი მდუმარე მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა..” – ნახეთ უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

04/06/2023

“ორი ქართველი ემიგრანტი რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ სად იპოვნეს

04/06/2023

“ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა,არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა მოუვიდა საწყალს

04/06/2023

გოგონა 20 დღის განმავლობაში აშენებდა ქოხს ჯუნგლებში რათა შიგ ეცხოვრა…

04/06/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/202301 Min Read

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა იასკოს შვილი შეეძინა. ინფორმაცია ლიზა იასკოს ვრცელი პოსტის შემდეგ გავრცელდა. ბავშვის…

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

“ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა,არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა მოუვიდა საწყალს

04/06/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“თავისი ხელით გაუმზადა პატრიარქმა საჭმელი მდუმარე მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა..” – ნახეთ უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

04/06/2023

“ორი ქართველი ემიგრანტი რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ სად იპოვნეს

04/06/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.