გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მუსიკოს გია ბაღაშვილის ოჯახის დანგრევის შესახებ, დღეს მისმა ყოფილმა მეუღლემ თაკო ტაბატაძემ დაადასტურა. დარღვეული ქორწინება ალბათ დიდხანს იქნება სალაპარაკო თემა და მათ უკვე ბევრი უსიამოვნო კომენტარის ხილვაც უწევთ. სოციალური ქსელი უკვე აივსო ათასგვარი პოსტით, სადაც მათ პირად ცხოვრებას განიხილავენ და ოჯახის დანგრევის გამო აკრიტიკებენ.
ვინ არის ბიჭი რომელიც თბილისში ქალების გულთამყრობელი არის . ფეხბურთელი ნუგზარ სპანდერაშვილია ,როგორც ფეხბურთელი ამბობს მას თაკო ტაბატაძესთან სერიოზული ურთიერთობა არაქვს უბრალოდ მეგობრები არიან. ცნობილია რომ ფეხბურთელს მოდელი საცოლე ყავს და ისინი ახლო მომავალში დაწორწინებას აპირებენ თუმცა ამ სკანდალური ინფორმაციის შემდეგ როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა ჯერჯერობით უცნობია.
,,სხვისი ოჯახისას ვერავინ ვერაფერს გაიგებს, მიხედეთ თქვენსას. ხვალ ზეგ თქვენ რას იზამთ, ეგ არავინ არ იცის, ქალებს მივმართავ”
,,ქართველი ოდრი! თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენია! ბედნიერად იყავით სულ!”
,,ვისი რა საქმეა, ვინ როგორ ცხოვრობს. ამ ჭორიკნებს ვერაფერი გამოასწორებს. ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და ბედნიერება”
,,აუცილებლად უნდა იყო ძალიან ბედნიერი ჩემი აზრით, არც ხარ ვალდებული, საზოგადოებას გაუზიარო შენი პირადი ცხოვრება”, – ასე ამხნევებენ ახალგაზრდა, მრავალშვილიან დედას, თუმცა არის ამგვარი კომენტარებიც:
,,ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, უბრალოდ საოცარია, როგორ ვკარგავთ ადამიანები ემოციებს, მოგონებებს, ფაქტებს, წლებს და გადავეწყობით სხვა ცხოვრებაზე. ოთხი შვილი, მათი გაზრდა, აღზრდა, ამდენი წელი და უცებ ვიღაც სხვა. ან მამაკაცი რას ფიქრობს ნეტა, როცა იცის, რამდენჯერ შეხებია სხვა მამაკაც(ებ)ი მის მეუღლეს, მომავალი შვილების დედას. სამწუხაროდ, მგონია, რომ საქართველოში ახალგაზრდა, ლამაზი გოგონები იწყობენ ცხოვრებას ხანშიშესული, შემდგარი, გავლენიანი მამაკაცების ხარჯზე და მერე ან ახალ ტრენდს აჰყვებიან, ან უბრალოდ იწყებენ სასურველ ცხოვრებას”
“მეწყინა, გია ტრადიციული ქართული ოჯახიდან არის!!! გოგომ აურია ალბათ, უფრო ტვინი აურიეს!!!”
“ოთხი შვილის დედამ როგორ უნდა დაანგრიო ოჯახი. ეტყობა თავი მართლა ლამაზი გონია და ახალ სიყვარულს ეძებს”
“ძალიან კარგი როგორც ლამაზმანი და ურჩხული ისე გამოიყურებოდნენ”
“თავიდანვე საკვირველი იყო, რამ უბიძგა ახალგაზრდა, ლამაზ გოგოს , რომ რომ გაცილებით უფროს მამაკაცს გაჰყოლოდა და თან ოთხი შვილი გაეჩინა? ალბათ მხოლოდ ბაღაშვილების პოპულარობამ”
“საქართველო ქართველმა ღირსეულმა ქალმა მოიტანა აქამდე და თუ გადავშენდებით, ეს ისევ ახლა უკვე ქართველი გატუტუცებული გაეგოისტებული გომბიოების ,, დამსახურება” იქნება. ძალიან მეტკინა გული, ბაღაშვილები ამ ამბავს არ იმსახურებდნენ”.