მამა გაბრიელის სასწაული – ” მკერდის და შინაგანი ორგანოების სიმსივნე. თითქმის ყველა ონკოლოგი მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას. შემდეგ მქონდა ასეთი ხილვა:იდგა მამა გაბრიელი და მიღიმოდა…

0

”შარშან, მარტში დამისვეს დიაგნოზი: მკერდის და შინაგანი ორგანოების სიმსივნე. თითქმის ყველა ონკოლოგი მოითხოვდა ოპერაციის გაკეთებას. მივედი მამა გაბრიელის საფლავზე, რათა მიმეღო გადაწყვეტილება. შემდეგ მქონდა ასეთი ხილვა: იდგა მამა გაბრიელი და მიღიმოდა. ავივსე შინაგანი რწმენით და უარი ვთქვი ოპერაციაზე. სულ დავდიოდი საფლავზე, ვმკურნალობდი ზეთით. 2 თვის წინ გავიკეთე გამოკვლევა და ორგანიზმში სიმსივნური არაფერი აღმოჩნდა, როდესაც 2 კვირის სიცოცხლეს მაძლევდნენ ექიმები, თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი”.

loading...

“მქონდა ფიბრომა და მიომა. საოპერაციო ვიყავი. სნეულების გამო ენა მიბუჟდებოდა. ნათესავმა მომიტანა მამა გაბრიელის ზეთი. ორჯერ რომ წავისვი, უკეთესობა ვიგ­რძე­ნი. მესამედ რომ უნდა წამესვა, ენა ისევ დამიბუჟდა. მაინც არ მშველისმეთქი და იმ საღამოს ისე დავწექი, რომ აღარ წამისვია ზეთი. იმავა საღამოს ვნახე სიზმარი: მღვდელი შემოვიდა დიდი წვერით ჩემთან სახლში და მითხრა: რა გაიძახი არ მიშველა, არ მიშველა, რამ უნდა გიშველოს, როცა არ გილოცნია. აბა ილოცე, თუ არ გიშველოს. შემომხედე მე, მღვდელი ვარ და წვე­რი მაქვს. წვერი რომ არ მქონდეს, მღვდელი ვიქნებიო? რომ იძახი მწამსო, არა ლოცულობ და რა რწმენა შენა გაქვს. ილოცე და გეშველებაო. გამომეღვიძა. გავაგრძელე ზეთის წასმა და თან ვლოცულობდი. გუშინ გადავიღე ექოსკოპია და არაფერი აღარ მაქვს. ექიმი გაკვირვებისაგან კინაღამ გაგიჟდა…

loading...

Share.