შემოქმედის მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გადაწყვეტილებით, მამა ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება დროებით შეუჩერდა.
ამ მამაომ რამდენიმე დღის წინ გურიაში ალტ-ინფოს ოფისი აკურთხა. ოფისის კურთხევის შემდეგ
უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და პუტინი კბილებით დაიცვა.
“ომის დროს ქალებს ყველგან კლავენ და აუპატიურებენ, რა შუაშია პუტინი?”, – იკითხა მამაომ.
ეს პრორუსული განცხადება გახდა მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი.