“მამა ნაუმიმ უთხრა რომ სულ მალე გამოჯანმრთელდებოდა და სიმსივნე გაქრებოდა..” – ნახეთ კარგი ამბავი ხათუნა ჟორდანიასთან დაკავშირებით

0

ხათუნა ჟორდანია ოჯახთან ერთად სტამბულშია. გუშინ “ფეისბუქზე” ჩართვა ჰქონდა, საიდანაც გამოჯანმრთელება გვახარა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, თითო სიტყვით მაინც შეწევია.თურქეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ “აჯიბადემში” ანალიზების შესამოწმებლად ჩასულმა აღმოაჩინა, რომ მის ორგანიზმში სიმსივნის მეტასტაზები გამქრალია. თურქი მედიკოსები, რომლებიც ჟორდანიას ისტორიას გულდასმით გაეცნენ, გაოცებულები დარჩნენ. მეოთხე სტადიის სიმსივნე ფილტვში მხოლოდ საწყის მდგომარეობაშია.
ზურა ხაჩიძე: – სასწაული მედიკოსები ჰყავთ, საოცარი ხარისხის აპარატურით. ძველ

loading...

ანალიზებს და ისტორიას რომ გადახედეს, გაოცდნენ! სასწაულის მომსწრენი არიან. გამოჯანმრთელების მხრივ ისეთი პროგრესი და წინსვლაა, რომ ვერაფერს ამბობენ. თმის ცვენა შეწყვეტილია და ყოველმხრივ გაუმჯობესება აქვს.

ახლა კიბოს მასშტაბი რომ შეამცირონ, ხუთი პროცედურა აქვს ჩასატარებელი. შემდეგ უკვე ვნახავთ, რას როგორ გავაგრძელებთ.

ზედმიწევნით ასრულებდა მკურნალობას. დადიოდა ეკლესიაში, ეზიარებოდა… რომ არა ღმერთის ხელი, მეოთხე სტადიიდან ადამიანის ასე გამოჯანმრთელება, შეუძლებელია. მით უმეტეს, ფილტვის მეოთხე სტადიაზეა საუბარი. ასე რომ, ხათუნას განკურნებაში, მხოლოდ უფლის ხელი ურევია.

რისგან უნდა შეყროდა-მეთქი, რომ ვფიქრობ, სავარაუდოდ მაინც სიგარეტი მგონია. აქტიური მწეველი იყო. გაიგო თუ არა დიაგნოზი, სიგარეტს აღარ გაკარებია.

განსაცდელი უფალს გვაახლოვებს. ყველაფერი კარგი კუთხით უნდა დაინახო. აი, სიგარეტსაც დაანება თავი. ძალიან დიდი ნებისყოფა აქვს. ანასტასიაზე რომ იყო ორსულად, მაშინვე გადააგდო სიგარეტი. იმ პერიოდში არც მე მაძინებდა საძინებელში, სიგარეტის სუნი აგდისო…

ძალიან ბედნიერია, აქვს მადლიერების განცდა, სიყვარული კიდევ უფრო გაუძლიერდა. მოუნდა, რომ ადამიანებისთვის გაეზიარებინა თავისი მდგომარეობა და ფეისბუქჩართვაც ამიტომ მოაწყო. მაგალითი მისცა სხვებს და მოუწოდა, რომ ხელი არასდროს ჩაიქნიონ.

მე მახსოვს, ისრაელიდან რომ ჩამოვიდა, შინაგანად როგორ მძიმედ იყო. მაგრამ თავის თავში იპოვა ძალა და გაიმარჯვა კიდეც. ასეთი განწყობა და შემართება აუცილებელია.

არავინ თქვას, ფული თუ არ გაქვს, ვერ გადარჩებიო. მოძღვრებთან ბევრი მინახავს, მეოთხე სტადიაში მყოფი, უფულობისგან წამალი რომ ვერ მიუღია, მაგრამ რწმენას გადაურჩენია და წლებია აგრძელებენ ცხოვრებას.

ჩვენ ყველას ლოცვამ და მხარში დგომამ მიგვაღებინა ეს შედეგი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხათუნას გვერდში ედგა, ფინანსურად, სიტყვიერად თუ მორალურად და ამხნევებდა. რამხელა ძალა აქვს ადამიანებისგან წამოსულ სიკეთეს და დადებით ენერგიას.

მამა ნაუმიმ უთხრა, რომ გაქრებოდა სიმსივნე და გამოჯანმრთელდებოდა. ძალიან ბევრმა სასულიერო პირმა ილოცა მისთვის, აზიარებდნენ, სახლში მოდიოდნენ…

დადგება დრო, ჩამოვწერ, ვინ რა სიკეთე გაგვიკეთა და ვინ როგორ დაგვიდგა გვერდით ამ ძნელბედობის ჟამს.

მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა იმისთვის, რომ არ გაგვწირა.

ზურასთან რომ ჩაწერა მოვრჩი, “ფეისბუქის” “ლაივში” ხათუნა ჩაერთო და თავისი ემოციები ისევ გაგვიზიარა.

ხათუნა ჟორდანია: – მივდივარ კლინიკაში და დილიდან ცოტა გულწასული ვარ, თუმცა ვიცი, რომ მივდივარ იმისთვის, რომ ბოლომდე განვიკურნო. დაახლოებით წელიწადნახევარია არანაირ მკურნალობაზე არ ვარ. ქიმიოთერაპიებმა ძალა გამომაცალა, დამაგდო და მივხვდი, რომ ვეღარ გავაგრძელებდი.

ჩემი შვილია ჩემი მკურნალი. ნინიმ მომარჩინა და გამომაძვრინა ამ მდგომარეობიდან.

რას უკეთებს ნინი ხათუნასო, ააფეთქეს ჩემი მეგობრები ამ კითხვით. საოცრებებს მიკეთებს. თუ რაიმე ხალხურ მკურნალობას მოკრავდა ყურს, ყველაფერს მასმევდა. ყველა ექიმთან გარბოდა და კონსულტაციას იღებდა. სრულად მივენდე… ვარ ურჩი პაციენტი, მაგრამ ნინი მაგარია და ყველაფერში მერევა. მე თვითონ არ ვიცი, რა ვსვამ და რა ნემსს ვიკეთებ. ეს ყველაფერი ნინიმ იცის და მოგვიანებით დაწერს “ფეისბუქზე”.

ჩემი განკურნების თავი და თავი კი არის ის, რომ საქართველოს მასშტაბით, ყველა ეკლესია შემოვიარე. ჩემთვის ლოცულობს უამრავი მოძღვარი. ეს არის უმთავრესი, რამაც სრულად გამომაჯანმრთელა.
წყარო:dainteresdi.club

loading...

Share.