მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს ეთერში გავუშვი იმედის დარბევის მთელი შავი დამოუნტაჟებელი მასალა, იმიტომ რომ ეს ჩემი პროფესიული მოვალეობა იყო! – ასე უპასუხა “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა, ნოდარ მელაძემ მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ დაწყებულ პროსახელისუფლებო შეტევას.
“მაშინ იქ არ მდგარან დარბეულ ხალხთან ერთად კობახიძეები, მდინარაძეები, ღარიბაშვილები და ძმანი მათნი პოლიტიკური არქეოლოგიის მოყვარული პარტიდან”– უთხრა ხელისუფლებას გამომძიებელმა ჟურნალისტი.
“ერთი კვირაა ჩემი ოჯახი, მორალური ტერორის მსხვერპლია! ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაკვეთილი კამპანიის შემსრულებლები იქამდე მივიდნენ, რომ გადაწვდნენ ჩემს ძმას პაატას და სამი შვილის მამა კრიმინალად გამოაცხადეს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა 16 წლის წინ, თავისუფლება აჩუქა.
ჩემი ძმა პროფესიით მსახიობია, ბევრი წელი “სოხუმის თეატრის” სცენაზე თამაშობდა. 2010 წელს თეატრიდან მაშინდელმა ხელისუფლებამ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, დიმა ჯაიანთან და მსახიობ ნანა და ლილი ხურითებთან ერთად გამოაგადო, იმის გამო, რომ იყო თეატრის მაშინდელი ხელმძღვანელის, დიმა ჯაიანის თანამოაზრე და დადიოდა ოპოზციის ყველა აქციაზე.
როდესაც პროფესია წაართვეს, ისწავლა ხელობა და ახლა ცენტრალური გათბობის სისტემებს ამონტაჟებს. მე ვამაყობ, რომ ყველაზე მაგარი ძმა მყავს, ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქე! ამაყობდით თქვენც, როდესაც 2012 წელს ჩემს ძმას “ქართული ოცნების” დროშა აჰქონდა, მის მეგობრებთან ერთად მყინვარწვერზე. როდესაც ფილმ “ჰეროკრატიას” გადაღებებზე იწვევდით, როგორც ნიჭიერ მსახიობს. თქვენ რომ ლოგინში გორაობდით, ჩემი ძმა ქუჩაში უსამართლობას აპროტესტებდა, 2009 წლის 26 მაისს თავგატეხილი ხალხი რომ იდგა რუსთაველზე, მას ვეძებდი. ალბათ, ეს ყველაფერი გაგიკვირდათ. ერთ ოჯახის ორი წევრი როგორ შეიძლება სრულიად განსხვავებულად ფიქრობდეს. თავისუფლება ეს არის, როდესაც ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის მოსაზრებებს. მე ვამაყობ ასეთი ძმით!
ახლა იმის გამო რომ მე კრიტიკული მედიის ჟურნალისტი ვარ, რომლის გადაცემებით მყუდროებას გირღვევთ, ჩემს ძმას გადაწყვდით. შეგიძლიათ მეორე წრეზე წასვლა. 2013 წელს ის “სოხუმის თეატრში” დაბრუნდა, მისივე მეგობარ მსახიობებთან ერთად, შეგიძლიათ მეორედ წაართვათ პროფესია და ისევ გამოუშვათ! ოღონდ თქვენგან განსხვებით თავისი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია – ღირსებას მონობაში არ ცვლის! ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ჩემს შვილებს და ჩემი შვილების დედას, რომლებსაც ეს ხელისუფლება მორალურ ტერორს უწყობს, იმის გამო, რომ მე ვარ გამომძიებელი ჟურნალისტი და წარმოვადგენ კრიტიკულ ტელევიზიას”- განაცხადა ნოდარ მელაძემ.
“ტვ პირველის” სახემ, საინფოერმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა სკანდალური ინფორმაციაც გააჟღერა და დაასახელა ის პირები, რომლებიც ორკესტრირებული შეტევის სათავეში არიან:
გაიცანით, ეს ნინო გიორგობიანია, ერთ-ერთი ადამიანი სამიდან, ვინც ამ მორალური ტერორის ბრძანებს გასცემს. ის საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მარჯვენა ხელი და საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი. ის აკონტროლებს, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ სატელევიზიო არხებს. რეკავს ამ ტელევიზიების “ნიუსრუმებში”, გასცემს დავალებებს, რა მასალა უნდა მოხვდეს სატელევიზიო არხების ეთერში.
მოპოვებული ინფორმაციით, კრიტიკული მედიის წინააღდეგ, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილს არ მოსწონს, იერიში სწორედ ნინო გიორგობიანის გაცემული განკარგულებით ხდება.
ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტებით დადგენილია დავალებების შემსრულებელთა სიაც, მათ შორის ერთ-ერთ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ნინო კოტარიაა.
ჩვენ მოგვაწოდეს, მთელი სქემა, როგორ მუშაობს მედია-ცენზურა, მასალა დიდია დამუშავებას და ფაქტები გადამოწმებას საჭიროებს, ამიტომ ამას სხვა დროს მოგიყვებით!!!
გამარჯვებული ბოროტება არ არსებობს, ის აუცილებლად დამარცხდება, მთავარია საქართველოს ხელისუფლებისგან წამოსული ამ ბოროტების ნიაღვარმა ჩვენც არ შეგვცვალოს და საკუთარი არ დაგვაკარგინოს.
მანდ შენი შვილების ცხედრები, რომ არ გისვენია და მეტიც ცხედრები სანატრელი რომ არ გაქვს, იმ ჭურვმა ხომ ჯერ ცნობა არ იცის, იქნებ სწორედ თქვენ დაგეცეთ იმ აგარაკზე ცოლ-შვილთან ერთად. ეს წერილი გუშინ მივიღე, სოციალურ ქსელში, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი აქტიური მაქებარი ქალისგან. მე მის ნაცვლად ვიდარდე და ამ წერილით ნათლად გამოჩნდა რა დღეში შეიძლება ჩააგდოს ამ ბოროტებაზე აწყობილმა სისტემამ ერთი ადამიანი. ქალს რომელმაც მე და ჩემ შვილებს სიკვდილი გვისურვა სულიერი სიმშვიდე ვუსურვე. წერილის ავტორი ქეთევან ჯერვალიძეა, მის ნაცვლად უფრო მეტი ვიდარდე, ვიდარდე მასზე. ის ენათმეცნიერია სტუდენტობის დროს ქართული მწერლობის გვერდებზე იბეჭდებოდა ხოლმე მისი ნაშრომები და წამიკითხავს. ვეფხისტყაოსანი, გრიგოლ ხანძთელის გარჩევა. საინტერესო გარჩევები ჰქონდა. გავოგნდი ამ შესანიშნავი წერილების ავტორის უკან როდესაც აღმოვაჩინე როგორი ბოროტება იყო ჩაფუძიებული. მისი წერილებით შექმნილი წარმოდგენა უბრალოდ ჩამომენგრა.
მთავრობის ამ ჩასახულმა ბოროტებამ და ანტიდასავლურმა კამპანიამ ადამიანები ამ ქვეყანაში ერთი მეორის მიყოლებით გააბოროტა. მზად არიან წყევლონ ისინი ვინც ამბობს, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. ღარიბაშვილი სკამს ეჭიდება, მისი მიზანია ახლა ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, რომ ამ სამოქალაქო დაპირისპირებით გაძვრეს. მის მიერ საქართველოს წართმეული ევროპული მომავალის ამბავი გადაიჩრდილოს, უკანა პლანზე გადავიდეს და გადარჩეს. ნაცი ხარ თუ ქოცი ხარ – ცა ერთი გვაქვს, მზე ერთი გვაქვს და სამშობლოც ერთი გვაქვს. საქართველოსთვის ახლა ერთად უნდა დავდგეთ.“- განაცხადა მელაძემ.
ვიდეო: