”მდგომარეობა მძიმეა, რეანიმაციაშია…” – უახლესი ამბები კლინიკიდან კახი კავსაძის შესახებ…

0

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი უკვე დაახლოებით ერთი თვეა, კლინიკაში იმყოფება. მანამდე, მან კორონავირუსი დაამარცხა და სახლში გაწერეს, თუმცა, მოგვიანებით, ფილტვების ანთება განუვითარდა და არსებული ქრონიკური პათოლოგიებიც გაუმწვავდა.
“მდგომარეობა მძიმეა… იყო რეანიმაციულ განყოფილებაში.. პერიოდულად საჭიროებს ხელოვნური სუნთქვის აპარატს, ე.წ. “სიპაპს”. ჰემოდინამიკა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. პერიოდულად კონტაქტურია”, – ამბობს ლევან რატიანი.

loading...

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი ლალი ტუ­რძე­ლა­ძე კი აცხა­დებს, მსახიობი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია.

“სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, კო­ვი­დის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და, გა­ე­წე­რა, მაგ­რამ კო­ვიდ­მა თა­ვი­სი ძვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­აქ­ტი­უ­რა, გა­ამ­წვა­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­შირ­და“, – აცხა­დებს ტუ­რძე­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, კახი კავ­სა­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი ნო­ემ­ბერ­ში და­უდ­გინ­და, ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ ის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის გამო კვლავ თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს.

loading...

Share.