“მე და ჩემი ცოლი სიკვდილს ბეწვზე გადავურჩით…” – რა მოხდა ვახო ბიჭიკაშვილის ოჯახში და როგორ გადაურჩა ის ოჯახთან ერთად სიკვდილს

0

ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ იუმორისტული შოუს მსახიობმა მისი ცხოვრების შემზარავი ისტორია გაიხსენა. რა მოხდა ვახო ბიჭიკაშვილის ოჯახში და როგორ გადაურჩა ის ოჯახთან ერთად სიკვდილს?
„ნაქირავებ ბინაში გაზმა გაჟონა, როდესაც ახალი შეუღლებულები ვიყავით. ე.წ. CO გაიპარა და ისე ვიწამლებოდით, ვერ გავიგეთ. ცუდად გავხდით. სოფო აბაზანაში შევიდა, მე დივანთან ჩამეძინა.

loading...

შემდგომ სოფო აბაზანიდან გამოვიდა, დასაძინებლად ვემზადებოდით და მე გული ამიჩქარდა. სოფოს წამლის მოტანა ვთხოვე და მიპასუხა, რომ ვერ დგებოდა. ორივეს გამაყრუებელი წუილი გვესმოდა და მივხვდი, რომ ეს ხმა გარედან არ შემოდიოდა. სოფო სამი თვის ფეხმძიმე იყო და საწოლთან დაეცა, გონება დაკარგა. ამ დროს ძალები მოვიკრიბე და აივნის კარი გამოვაღე. სოფო იატაკზე უგონოდ იყო, სანამ მეზობლებს არ ვთხოვე დახმარება. მათ სასწრაფო გამოიძახეს“, – იხსენებს ვახო ბიჭიკაშვილი.
წყარო: gaecani.club

loading...

Share.