შინაგან საქმეთა სამნისტრომ სექსუალური ძალადობისთვის “მთავარი არხის” დილის გადაცემის ტელეწამყვანი, გადაცეა “Post Factum-ის ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე დააკავა. ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული: 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) ქვეპუნქტით.
ნაკაიძის დაკავებას გამოეხმაურა მთავარი არხიც, ტელეკომპანია მასთან თანამშრომლობას აჩერებს.
“მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.
ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”. – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.