„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ემიგრაციას ცოტა ხნით თავი რომ გავანებოთ, საქართველოში მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვისთვისაც მიშას სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
სულერთი არ არის კი არა, უკიდურესად განიცდის!!! სწორედ ამ ხალხმა , რომ ვერ მოახერხა კონსოლიდაცია ამ თვეების მანძილზე, ყველას ბრალია. რა საკვირველია არჩევნებზე ამ რაოდენობის ხმებით ვერ შეცვლი იმ ხელისუფლებას, ამაზე მეტი ხალხი ხელფასზე რომ ჰყავს მიბმული, მაგრამ ეს ხალხი ერთად რომ შეკრებილიყო ან ამის ნახევარი, მათ შორის ათასობით არის ის ადამიანი, რომელიც არც პარტიის წევრია, არც აქტივისტი , არც არავინ იცნობს ენმიდან, მაგრამ პატრიოტია და გამოვიდოდა თუ რეალურ ბრძოლას ნახავდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის თავგანწირულ ბრძოლაში და სწორედ ეს იქნებოდა მუხტი, სინერგია, რომელიც ისეთ ცეცხლს დაანთებდა, ისინიც შემოგიერთდებოდნენ ჯარიდან თუ პოლიციიდან, ვინც მასიურად გაიქცა ქვეყნიდან და სწორედ ეგ ხალხი ტრიბუნასთან გამოსული ჩამოშლიდა ხიხოს ოცნებას და ავანგარდში ის იქნებოდა, ვინც ააგორებდა ამ ტალღას და ამას ვამბობ წლებია, მიშას ჩამოსვლამდეც და მას შემდეგაც … აქვე, მიშას მსგავსი საუკუნეში ერთი რომ იბადება, ამიტომ საუკუნე გამოშვებით ხომ არ ვიცხოვრებთ , ჩვენც ხომ უნდა ვივარგოთ, არა? !