მესამე პრეზიდენტის პალატაში ეკა ხერხეულიძემ მოინახულა.
პალატიდან გამოსულმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კომუნიკაციის საშუალება ფიზიკურად არ აქვს, ამიტომაც მან ვიზიტი ძალიან მალე დაასრულა.
ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საგანგაშოა.
ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს ტემპერატურა მაღალი, ადამიანს, რომელსაც წონის სწრაფი კლება აქვს, ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. მას ძალა არ აქვს, უბრალოდ წამოჯდომაც არ შეუძლია მარტოს. მე მეეჭვება, მან მარტო შეძლოს იმ პრობლემებთან გამკლავება, ამიტომ მას მუდმივად სჭირდება დამხმარე. ეს არ არის სახუმარო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთი წელია, ვინც ამ პროცესებს თვალს ვადევნებთ, არ ვიცით დიაგნოზი“. – ამბობს ეკა ხერხეულიძე.