“მკვლელობამ მთელი ფოთი შეძრა,გოგონამ საკუთარი ბებია მოკლა ფოთში..” – ნახეთ რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ შვილიშვილმა საკუთარი ბებო

0

სასტიკი მკვლელობა ფოთში – პოლიციამ ბებიის განზრახ დამამძმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით 24 წლის გოგო დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და

loading...

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საცხოვრებელ სახლში, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა ბებიას – 1953 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.