“მოგვილოცეთ ყველამ, ბებია და ბაბუა ვხვდებით ნანატრი შვილიშვილი გვეყოლება..” – ლევან წულაძის ქალიშვილი ორსულადაა

0

მოცეკვავე თინათინ წულაძე ფეხმძიმედაა. რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი შვილს ელოდება.
როგორც ის ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მამა ყოველდღე ლოცულობდა, რომ მას შვილი ჰყოლოდა.
თინათინ წულაძე:„მეც და ჩემს მეუღლესაც უკვე ძალიან გვინდოდა შვილი. აღმოჩნდა, რომ ორსულად ვარ და ძალიან გახარებულები ვართ ამ ამბით…
მამა ყოველდღე მეკითხება, გული ხომ არ გერევაო. რატომღაც ჰგონია, რომ თუ გული მერევა, ყველაფერი კარგად არის. ახლა აღარ მერევა კარგად ვარ-მეთქი და მეკითხება, რატომო. ჰგონია, რადგან ორსულად ვარ, რაღაც უნდა მაწუხებდეს, ამიტომაც ვიგონებ რაღაცებს – მეძინება, დავიღალე, მშია და

loading...

ა.შ. და ამით ბედნიერია…
მამაჩემს გოგოები ძალიან უყვარს და ძალიან უნდა, გოგო იყოს, მაგრამ მგონი, იმედს გავუცრუებ და ბიჭი იქნება. დედაჩემიც ისევეა დარწმუნებული, რომ ბიჭი იქნება, როგორც მე… სქესის გაგებას არ ვჩქარობ. არც მაინტერესებს. მშვიდად, ეტაპობრივად მივყვები იმას, რაც საჭიროა…“.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.