მონაზონი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს სვამს და ავადმყოფობას ლოცვით კურნავს

0

უკვე მრავალი წელია წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყოველდღიურად უამრავი მრევლი მიდის. იქ მოღვაწე, დედა ანას ლოცვით მომხდარი სასწაულების შესახებ, უკვე მთელმა საქართველომ იცის. საზოგადოებაში დიდი ინტერესის გამო, ჩვენმა ჟურნალმა ამის შესახებ, უკვე არაერთი წერილი გამოაქვეყნა. ჩვენ ამჯერადაც გავესაუბრეთ მასთან დასალოცად მისულ მრევლს, რომლებიც უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ, ამ მადლმოსილი მონაზონის მიმართ.

loading...

 

ცარუ ადამია: 2015 წელს ექიმებმა სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი, მესამე სტადიის სიმსივნე დამიდგინეს. სწორედ იმ დროს, ღვთის ნებით გავიგე, რომ წყნეთის მონასტერში დედა ანა მოღვაწეობდა, რომელიც ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლით და ლოცვით ადამიანებს კურნავდა. როდესაც მასთან მივედი, მითხრა, შენ არ გაქვს სიმსივნე, ეს მხოლოდ ცხიმის დაგროვებააო. ვიფიქრე, დედა ანას ვეცოდები და ვარამს მიმსუბუქებს–მეთქი. მას შემდეგ ქიმიო–თერაპიის ექვსი კურსი გავიკეთე და ბოლოს ოპერაცია – რადიკალური მასტექტომია (მკერდის მოკვეთა).

 

ამ ხნის განმავლობაში დედა ანასთან სიარული არ შემიწყვეტია. მოგეხსენებათ, ოპერაციის შემდეგ, მოკვეთილი ქსოვილის მორფოლოგიური კვლევა კეთდება. საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ არ არის აღმოჩენილი ატიპიური (კიბოს) უჯრედები, ადგილი აქვს ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზსო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან, მაშინვე დედა ანას სიტყვები გამახსენდა. დარწმუნებული ვარ, დედა ანამ ოპერაციის შემდგომი შედეგი იხილა და განჭვრიტა. მისი დიაგნოზი კი, მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად ნათქვამი მეგონა. მადლობა უფალს, რომ არსებობს დედა ანა, ჩვენთვის მლოცველი, რომელიც უამრავი ადამიანის ნუგეშია. ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მას!

loading...

Share.