presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, ივნისი 4
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ეს საინტერესოა»“მოულოდნელად ესროლა სახეში, ქალმა ხელების აფარებაც კი ვერ მოასწრო..” – ნახეთ ქართველ ემიგრანტ ქალებს იტალიაში თავს დაესხნენ
ეს საინტერესოა

“მოულოდნელად ესროლა სახეში, ქალმა ხელების აფარებაც კი ვერ მოასწრო..” – ნახეთ ქართველ ემიგრანტ ქალებს იტალიაში თავს დაესხნენ

presaBy presa07/02/2021კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს თავს იტალიელი ახალგაზრდები დაესხნენ. ემიგრანტი ლელა ლაჩაშვილი ქუჩაში მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – წერს ემიგრანტების გვერდი, რომელიც თავად ლელა ლაჩაშვილის დაწერილ პოსტს აქვეყნებს.„გუშინ, მეგობარი ქალბატონი ერთი დღით ქალაქ ბარში ჩამოვიდა. მთელი დღე ერთად გავატარეთ, საღამოს (18:00 სთ.) წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მივედით. იქიდან კი ფეხით „ბარი ვეკიას” (ქალაქის ისტორიული ნაწილი) დავუყევით. ბნელოდა, გზად ერთ კათოლიკურ ეკლესიასთან ჩემს მეგობარს თავში ტყავის ბურთი მძიმედ მოხვდა. რა თქმა უნდა, იქ მოთამაშე მოზარდების დადანაშაულება არც მიფიქრია. ასე ხშირად ხდება, რომ შემთხვევით ბურთს მოგარტყამენ და მერე მოგიბოდიშებენ… სანამ მე მეგობარს ვამშვიდებდი, სრული ტანის ბიჭი ჩვენს წინ შედგა და ჩემს მეგობარს ჰკითხა: „გეტკინა?” მან უპასუხა კი,

მეტკინაო, ჩემი არ იყოს, ისიც ბოდიშის მოხდას ელოდა და ის იყო, გზა უნდა გაეგრძელებინა, რომ ცრემლიანი თვალებით ბიჭს ახედა. აქ მოხდა ის, რამაც წერილის დაწერა გადამაწყვეტინა…

ბიჭი დაიხარა, ბურთი აიღო და იმდენად მოულოდნელად ესროლა სახეში ჩემს მეგობარს, რომ ხელების აფარებაც ვერ მოასწრო. სათვალე კი, რომლის გარეშე ვერ ხედავს, მოსძვრა და ძირს დავარდა. ბიჭი სათვალეს ფეხით შედგა. რაც შევძელი ის იყო, რომ მინა ამოგდებული სათვალე გამოვაცალე და ვეცი ტელეფონს, კარაბინერებთან (პოლიციელებთან) ვრეკავ-მეთქი. მობილური ხელიდან გამაგდებინეს, ჩემს მეგობარს ჩანთაზე ეკიდებოდნენ და დაგეშილი ლეკვებივით გარშემო გვივლიდნენ.

მსუქანი ბიჭი, სავარაუდოდ, მათი „ატამანი” მკაფიოდ გამოთქვამდა შემდეგი შინაარსის ფრაზებს: „უცხოელები ხართ, უსაბუთოები, ვერ დარეკავთ კარაბინერებთან, რადგან თავად დაგიჭერენ”. გაქცევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ვერ გავრბოდით, ეს იმდენად შემაძრწუნებელი იყო. ხმამაღლა ვეძახდი კარაბინერებს. ამან გაჭრა, ჩაბნელებულ ვიწრო ქუჩაზე მიიმალნენ. ვისხედით ეკლესიის კიბეებზე, მეგობარს თავი სტკიოდა, მე ტელეფონის წართმევისას ნატკენი მუხლი… შესაძლებელი იყო, ისინი უკან დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ იმდენად მძიმე იყო შეურაცხყოფა, დამცირების ატანა, იმ ადგილს ვერ ვტოვებდით და გაოგნებულებს ნატკენზე მეტად, სული და თავმოყვარეობა გვტკიოდა.

ეს სიტყვები „სტრანიერების” (უცხოელების) უუფლებობის შესახებ ამ ბიჭებს ხომ ოჯახში ჰქონდათ მოსმენილი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ და ზიზღით გვიმეორებდნენ. აი ესაა პრობლემა, რატომ უნდა სძულდეთ ადამიანები, ვინც მათ ბებიებს, ბაბუებს, დედებს, ბიძიებს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ და უვლიან?! – წერს ლელა ლაჩაშვილი.
წყარო:geoambebi.com

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“ვმუშაობდი, უცებ სათივედან ხმა შემომესმა, შევედი და რას ვხედავ..” – ნახეთ რას ყვება მამა 8 წლის შვილზე, რომელიც სათივედან ესწრება გაკვეთილებს
Next Article ”სამწუხაროდ ეს ჩვენი ბოლო ფოტოა..” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ფოტო გამოაქვეყნა ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა

Related Posts

გოგონა 20 დღის განმავლობაში აშენებდა ქოხს ჯუნგლებში რათა შიგ ეცხოვრა…

04/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

თუ ცერა თითზე თითს დაიჭერთ, დიდ პრობლემას მოიხსნით – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

21/05/2023
უახლესი სტატიები

“თავისი ხელით გაუმზადა პატრიარქმა საჭმელი მდუმარე მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა..” – ნახეთ უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

04/06/2023

“ორი ქართველი ემიგრანტი რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ სად იპოვნეს

04/06/2023

“ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა,არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა მოუვიდა საწყალს

04/06/2023

გოგონა 20 დღის განმავლობაში აშენებდა ქოხს ჯუნგლებში რათა შიგ ეცხოვრა…

04/06/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/202301 Min Read

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა იასკოს შვილი შეეძინა. ინფორმაცია ლიზა იასკოს ვრცელი პოსტის შემდეგ გავრცელდა. ბავშვის…

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

“ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა,არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა მოუვიდა საწყალს

04/06/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“თავისი ხელით გაუმზადა პატრიარქმა საჭმელი მდუმარე მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა..” – ნახეთ უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

04/06/2023

“ორი ქართველი ემიგრანტი რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ სად იპოვნეს

04/06/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.