მსხვერპლს კლავდა და მერე გლოვობდა, უხდიდა ორმოცს, რომ ეჭვი არავის აეღო- ქართველი სერიული მკვლელი ქალი (VIDEO)

0

ქართველ სერიულ მკვლელ ქალს 2009 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 55 წლის ქალის დაკავების შემდეგ სამართალდამცავმა უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეჭვმიტანილი მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას ცდილობდა, შემდეგ სამიზნეს კლავდა და მის კუთვნილ ბინას იფორმებდა. ბრალდებულმა სამი მკვლელობა აღიარა, მაგრამ სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ქალს სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი.

loading...

 

“ხელი ვკარი და ჩავაგდე, მატარებელმა გადაუარა” ბრალდებულმა პირველი მკვლელობა 1984 წელს ჩაიდინა, როცა მეუღლე რუსეთის ტერიტორიაზე დანაშაულისთვის არ დასჯილა, ვინაიდან მისი აღიარების გარდა, საქმეში სხვა მტკიცებულება არ არსებობდა.

 

ამონარიდი ჩვენებიდან:”მესამე მასივში ჩემს კანონიერ ქმართან­ ერთად ვცხოვრობდი. 1984 წლის 22 აპრილს მე და იური მოსკოვში მატარებლით მივდიოდით. რუსეთის ტერიტორიაზე ვართ, მატარებელი ტაგანროგიდან გავიდა და როსტოვამდე სამი საათი არსად­ ჩერდება… გავედი და მეზობელი ვაგონის გასასვლელი გარედან კლიტეთი გადავკეტე. მერე იურის დავუძახე, მოდი, გინახავს, აქ როგორ მიდის მატარებელი-მეთქი. მოვიდა, ხელი ვკარი და ჩავაგდე. საქართველოში რომ ჩამოვედი, მასზე ძებნა გამოვაცხადე, არ ბრუნდება და რაშია საქმე-მეთქი. მშვიდად ვცხოვრობდი მის ბინაში, რომელიც ბოლოს 4.000 დოლარად გავყიდე”.

ქალის დასახიჩრებული ცხედარი მდინარემ გამორიყა… მკვლელის შემდეგი მსხვერპლი 79 წლის მარტოხელა ქალი, მ.ა. აღმოჩნდა. მოხუცთან ვ.ო. ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა, რომელსაც უვლიდა­. ორი თვის შემდეგ მომვლელმა მოხუცი მოკლა და მისი ბინა 20.000 დოლარად გაყიდა. ქალის დასახიჩრებული ცხედარი მდინარემ გამორიყა. მაშინ მოკლულის ვინაობა ვერ დაადგინეს და როგორც უპატრონო, ისე დაკრძალეს.

 

“ხელკეტი მთელი ძალით ორჯერ ჩავარტყი თავში” მკვლელი ქალის მესამე სამიზნე მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ა.კ. იყო. მას შემდეგ, რაც ქალმა მეუღლე მოკლა, ქმრის ბინის თანხა – 50.000 დოლარი მიითვისა.

 

სამი მკვლელობა აღიარა, დანარჩენებზე­ არ მოგიყვებითო. მსხვერპლს ჯერ ხელით გუდავდა, თუ დარწმუნდებოდა, მკვდარი იყო, მეზობლებს შეყრიდა და უბედური ქვრივის როლს თამაშობდა. ეს იყო ერთადერთი ქართველი სერიული მკვლელი ქალი, რომელიც არა მარტო ქონებრივ გამორჩენაზე ფიქრობდა, მისთვის მკვლელობები ცხოვრების სტილი იყო და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა.

 

P.S. დროთა განმავლობაში სერიულ მკვლელ ქალს განზრახ მკვლ­ელობისთვის ამნისტია შეეხო და სასჯელი გაუნახევრდა.

loading...

Share.