დღეს, 3 აპრილს, ბათუმში დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“, ცოტნე კობერიძე – ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს ფეისბუქზე და ვიდეოსაც ავრცელებს, რომელზეც ჩანს, როგორ აკავებენ ცოტნე კობერიძეს.
„რის გამო უნდა დამაკავოთ?“ – ეკითხება პოლიციელებს ცოტნე კობერიძე. „ახლა დაგაკავებ, დაკავებული ხარ იცოდე ადმინისტრაციული წესით“, – პასუხობს მას პოლიციელი. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ
საკრებულოს წევრს პოლიციელები ძალით სვამენ მანქანაში.
მოგვიანებთი გავცელდა ვიდეო თუ რა გახდა ცოტნე კობერიძის დაკავების მიზეზი. მან ოლიგარქი ივანიშვილს მიერ დანიშნული შემდეგ გაგდებული და მობრუნებული პრემირს დაუძახა ბიძინას მონა.