ნახეთ 9 ნოემბრიდან რომელ ქალაქებში წესდება “კომენდანტის საათი”

0

მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ, გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდება.

loading...

“თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება, როგორც ქვეითებისთვის, ასევე, ავტომობილებით მოსიარულეებისთვის. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე. მოძრაობა შეეძლებათ მათაც, ვინც გადაადგილდება სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებისკენ – მედია, საავადმყოფოები, მიტანის სერვისები და ა.შ.”, – ამბობს ცქიტიშვილი.

loading...

Share.