”ოთახში ყავდა გამოკეტილი და სულ სცემდა, ბავშვმა სიკვდილამდე შველა ნათესავებს სთხოვა…” – 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა თუ მამას შემოაკვდა? რას ამბობენ მეზობლები

0

თერჯოლაში შემზარავი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

loading...

11 წლის მოზარდის მეზობლები „მთავარ“ არხს უყვებიან, რომ შესაძლოა, მამას ბავშვი შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირება დადგა. ამას არც არასრულწლოვანის ნათესავები გამორიცხავენ.

„მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა. ცოლთან საშინლად აგრესიული იყო“, – ამბობენ მეზობლები.

როგორც სენაკის ქრონიკა ავრცელებს მამას ბავშვი ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მას სისტემატურად სცემდა. თვითმკვლელობამდე 11 წლის ბიჭმა დახმარება ნათესავებს სთხოვა, რომელთაც დაურეკა და უთხრა, რომ მას მამა სცემდა.

loading...

Share.