“ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ და რასაც შევძლებთ აგერ ნახავთ” – “მოქალაქეები”

0

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები , ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას საერთოდ არ აღიარებს.
ისინი თვლიან, რომ პოლიტპატიმრების საკითხი ქვეყანაში აღარ იქნება პრობლემა მაშინ, როცა მართლმსაჯულების სისტემას “ქართულ ოცნებას” “გამოგლეჯენ”, ხოლო ამ პროცესში სრულიად ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა:

loading...

“ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ და საზოგადოება განსჯის. ორი კაცი რასაც შევძლებთ იმას შევძლებთ”, – აცხადებს იოსელიანი.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის დროს, ყველაზე დიდი თანხვედრა მხარეებს შორის საარჩევნო რეფორმაზე იყო:

“თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და ყველა უნდა შევიდეს იმიტომ, რომ 60 ოპოზიციონერი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არ ყოფილა, შემდგ მომდევნო ეტაპი, თუ საარჩევნო სისტემას დავამტკიცებთ, სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იქაც შევქმნათ კრიზისი, იქაც დავიხმაროთ ელჩები და იქ მივაყენოთ კუთხეში “ქართული ოცნება”, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოვგლიჯოთ. ასე ვხედავთ ჩვენ ქვეყნის ეტაპობრივ განვითარებას”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი გადაცემა “დღის სტუმარში”.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლას – იოსელიანმა განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პარლამენტში არ შევლენ.

შეგახსენებთ, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი დღეს პარლამენტში არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.

აქვე გეტყვით, რომ მთავარი მოთხოვნები “მოქალაქეებისთვის” საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

ცნობისთვის, მათ შორის არაა ვადამდელი არჩევნები, რასაც დანარჩენი ოპოზიცია ითხოვს.

loading...

Share.