“ორსული ცოლი ჰყავს, გულის მანკი აქვს და ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა..” – ნახეთ საქართველოს ბანკის თავდამსხმელზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

0

„საქართველოს ბანკზე” თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის ინფორმაციით, წურწუმიას ბანკში შესვლის მოტივი გარკვეულ საკითხებზე პროტესტის გამოხატვა იყო.როგორც ბარდაველიძე აცხადებს, წურწუმიას ბანკთან, სახელმწიფოსთან ან იმ დროს ბანკში მყოფ ადამიანებთან არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია.
“მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, აქვს გულის მანკი და გულთან დაკავშირებით რიგი პრობლემები. უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, ამისთვის ამზადებდა დოკუმენტებს. ჰყავს ორსული მეუღლე, რომელსაც

loading...

აქვს რიგი პრობლემები. დაკავებულს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებას, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს იყო პნევმატური იარაღი”, – აღნიშნა გიორგი ბარდაველიძემ “ინტერპრესნიუსთან”.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.