პოლიციელი კახეთში 33 მარტოხელას პურით ყოველდღიურად უსასყიდლოდ ამარაგებს

0

კახეთში, პოლიციელი, იოსებ გომურაშვილი 33 მარტოხელას პურით ყოველდღიურად უსასყიდლოდ ამარაგებს. იგი თბილისში, პატრულ-ინსპექტორად წლებია მუშაობს, თუმცა წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევიდან არის.

loading...

 

გომურაშვილის მიერ გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხსიმგებლოbის ისტორია მთელმა სოფელმა იცის, თავად კი ქველმოქმედებაზე საუბარი უჭირს.

 

კისისხევში ადგილობრივე ყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაწესდა აკრძალვები და მთელი რიგი რელულაციები ამოქმედდა, გომურაშვილმა, ოჯახის საკუთრებაში არსებული პურის საცხობიდან ათობით მარტოხელა ადამიანის დაპურება გადაწყვიტა.

 

სოფელში, პური მარტოხელებთან ადგილობრივ ახალგაზრდას, ვალერი ბოჭორიშვილს მიაქვს.

 

,,იოსებ გომურაშვილს სოფლის ცენტრში აქვს თონე. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მან მარტოხელების დახმარება გადაწყვიტა. მათი მონაცემები მოიძია, გადაამოწმა და ახლა ის ყოველდღიურად 33-ადამიანს ეხმარება. პური თითოეულ ოჯახში მე მიმაქვს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ყველა როგორი მადლიერი და გახარებულია.შენი თვალით ნახო ეს ყველაფერი, მადლიერი და იმედიანი თვალები მოკლედ, ძალიან ემოციურია. ეს არის სამაგალითო საქციელი, რომელიც დასაფასებელია“, – ამბობს ახალგაზრდა.

 

წყარო: „იმედინიუსი“

loading...

Share.