ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკი ევროკომისიის რეზოლუციას მისი კლიენტის წინააღმდეგ იყენებენ:
ჩვენი მიდგომაც ეგ არის, რომ ბანკი და მისი სტრუქტურები იყენებენ არაკეთილსინდისიერად, როდესაც ამ რეზოლუციაზე დაყრდნობით ამართლებენ აქტივებზე შეზღუდვებს. სწორედ ამაზე გადის ჩვენი ძირითადი დასაბუთება, რომ ეს რეზოლუცია არც თავისი ბუნებით და არც თავისი დაუსაბუთებლობით ვერ გამოდგება საკმარისი გამართლებად, საკმარის ალიბად, საბუთად, რომ ჩვენ წვდომა შეგვეზღუდოს კონკრეტულ ანგარიშებზე”- უთხრა “ტვ პირველს” ვიქტორ ყიფიანმა.
მისი თქმით, ათამდე მედიასაშუალებას მიმართეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაჟღერებინათ, თუმცა უშედეგოდ:
აქ მოწონება-არმოწონებაზე არ არის, ჩვენ გამოვდივართ კონკრეტული ფაქტებიდან. ეს საქმე და ჩვენი დავა რეგულარულად შუქდებოდა როგორც შვეიცარიულ მედიაში, ასევე, არაშვეიცარიულ მედიაში. ეს არიუს პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვცადეთ გარკვეული ინფორმაციის გატანა, როგორც შვეიცარიული საბანკო სისტემის კეთილმოსურნეებმა, როდესაც ვთქვით, რომ კანონმდებელო, რეგულატორო, მიაქციე ყურადღება, როდესაც შენი სისტემური ბანკი, რომელიც შენი სახელმწიფოს სახე არის და იმიჯია და რეპუტაცია, ასეთ სკანდალებსია და ასეთ პრობლემებშია.
ჩვენ მივმართეთ რამდენიმე გამოცემას, აქ იყო ალბათ 7-8 გამოცემა, სახელები შეიძლება შემეშალოს. ზოგიერთისგან მივიღეთ ძალიან ტექნიკური მიზეზი, რომ შვებულებაში იმყოფებიან და საკითხი ჯერჯერობით ვერ განიხილეს”- ამბობს ადვოკატი.