სოც ქსელში რაომდენიმე დღეა ყოფილი პოლიტ პატიმრები ალტინფო და სხვადასხვა ჯგუფები ავრცელებენ განცხადებას რომ 20 ივნის უნდა გაიმართოს პრემიერის მხარდასაჭერი აქცია.
სხვადასხვა ადამიანები აანონსებენ აქციას, რომლის გამართვასაც აპირებენ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის
სტრატკომის უფროსის მოადგილე. ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელთანაც ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას არანაირი შეხება არ აქვს.
„სხვადასხვა ადამიანები, მაგალითად როგორიცაა გულბაათ რცხილაძე, აანონსებენ აქციას რომლის გამართვასაც აპირებენ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის მხარდასაჭერად. ეს თემა აიტაცა ოპოზიციურმა მედიამ და საზოგადოებას ისე ანახებენ თითქოს ეს რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის მხარდასაჭერი აქციაა. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს რომ ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელთანაც ირაკლი ღარიბაშვილს, მის მთავრობას და ქართულ ოცნებას არანაირი შეხება არ აქვს!”,- წერს მჭედლიშვილი
ევროპის განცხადების შემდეგ პრემიერ ღარიბაშვილი არც მედიასთან არც საზოგადოებსთან არ გამოჩენილი ის რამოდენიმე დღეა ფაქტიურად გამქრალია. მხოლოდ მისი პრესამსახური ზოგად ინფორმაციას ავრცელებს.