“რატომ მომიკალი ძმა,ის ხომ ექიმი უნდა გამხდარიყო..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი რომელიც შეყვარებულს გადაეფარა და მანქანამ გაიტანა

0

ცოტახნის წინ გორში საშინელი ავარია მოხდა. შეყვარებულ წყვილს მანქანა დაეჯახა ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ რა დროსაც მანქანა დაეჯახათ.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თვითმხილველების თქმით 18 წლის ბიჭი შეყვარებულ გოგოს გადაეფარა და გარდაიცვალა, ხოლო 16 წლის გოგო კლინიკაშია გადაყვანილი.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის და ფესბუქ ჯგუფში ”ჩემი გორი” სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს:
”გუშინ ჩემი 18 წლის ძმა, მომავალი ექიმი, მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად გზაზე გადადიოდა… როცა დაინახეს მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა ზოლზე გაჩერდნენ ამ

loading...

ადამიანმა არ დაატორმუზა მანქანას გვერდი აუქცია და ჩემი ძმა ადგილზე მოკლა….
ძმა რატომ მომიკალი….. ონლაინ ლექციები ქონდა უნივერსიტეტში სულ რამდენიმე თვე იარა…. შეყვარებულს გადაეფარა ჩემი 18 წლის ძმა და ადგილზე გარდაიცვალა.
ისე ვამაყობდით სამედიცინოზე რომ ჩააბარა…. უბედნიერესები ვიყავით…. მე დედა მამა და ჩემი ძმა ჩვენი პატარა ოჯახი სადაც ზედმეტი და ხმამაღალი სიტყვა არადროს არ თქმულა გუშინ სამყარო ამოტრიალდა ჩვენთვის
ჩემი ძმა ექიმი უნდა გამხდარიყო ისე უხდებოდა თეთრი ხალათი…. ჩემი მწვანე თვალება ანგელოზი ” – წერს დაღუპული ბიჭის და.

loading...

Share.