გამომდინარე იქედან, რომ ფრონტის ხაზზე სიმშვიდეა, მოდით ცოტა მიმოვიხილოთ რა პერსპექტივა აქვს პუტინის ,,ოპერაცია Z”-ს!
პასუხი არის მარტივი! არანაირი, ნოლი! რატომ? ახლა გავყვეთ მოვლენებს!
1. რუსეთში რომ უკვე ერთმანეთს ФСБ და СВР დაერია, ეგ უკვე ყველამ იცით! ФСБ-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი შინაპატიმრობაშია, გუშინ კი თავად ამ სამსახურმა როსგვარდიის უფროსის მოადგილე გავრილოვი დაიჭირა! დაიწყო პროცესი საკუთარი თავის გადარჩენის და წაგებული ომის ერთმანეთზე გადაბრალების მცდელობები! ახლა ყველა ეძებს ხელსახოცს, რომელზწც ხელს გაიწმინდავენ, მაგრამ ასევე ყველა ცდილობს გადარჩეს და არ აღმოჩნდეს ეს ხელსახოცი!
2. ომის დაწყებამდე რომ დაზვრვამ ვერ იმუშავა ეს უკვე ფაქტია! ამავე დაზვრევას რომ ვლადიმეროციჩთან არასწორი ინფორმაციები მიჰქონდა ესეც ნათელია! პუტინი ზედმეტად დარწმუნებული იყო იმაში, რომ რუსის ჯარს ვარდებით შეხვდებოდნენ უკრაინაში, რა შედეგიც მიიღო კი ხედავთ! იდეაში მეორე არმიას არც ვარდების გარეშე უნდა გაჭირვებოდა უკრაინის აღება, მაგრამ ამის შედეგსაც ხედავთ! ახლა ტირანი დგას ფაქტის წინაშე, რომ დაზვერვაც ატყუებდა და თურმე თავდაცვაც! რუსულ არმიაში ტრილიონებია ჩადებული, რაც ნამდვილად ეტყობა მათ ჭუჭუიან ფორმებს და გახეულ ბათინკებს!
3. ამ ფაქტმა ტირანი ძაან გააბრაზა აშკარად და წავიდა ვა-ბანკზე! ყოველდღიურად ჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს! ხედავ, რომ ვერ ერევა უკრაინის არმიას და დაიწყო მოსახლეობის დაბომბვა! კლავს ყველას და ყველაფერს, რაც კი მოძრაობს! ბუნებრივია ამით ცდილობდა ფსიქოლოგიურად გაეტეხა ერი და ასე მაინც მიეღწია უკრაინის დამორჩილებისთვის! ეს გეგმაც ჩავარდა! როგორც უკრაინის დაზვერვა წერს რუსეთს რაკეტები უმთავრდება(რაც დღესაც გამოჩნდა, რომ დაბომბვები ფაქტობრივად შეწყდა) ის ვეღარ აწარმოებს ახალ რაკეტებს, რადგან აღარ აქვს საჭირო მიკრო-ჩიპები და ამავდროულად უკრაინას სულზე მოუსწრო ახლა ძლიერმა საჰაერო თავდაცვამ! უკრაინელი ხალხი ბავშვების დახოცვამ ბევრად უფრო გააბოროტა და ახლა მათი შეჩერება უფრო რთული იქნება, ვიდრე აქამდე იყო! ახლა ერი გრძნობს ძალას, არმია გრძნობს ძალას და ბუნებრივია ისინი ფიქრობენ მხოლოდ შეტევაზე და მტრის განადგურებაზე!
4. ხმელეთს რომ უკრაინა 100-0 იგებს, დღესაც ნათლად გამოჩნდა. როგორც წერენ კიევის ოლქში, დღეს 70 კილომეტრით დახიეს მტერი უკან და რამდენიმე ათეული რაიონული ცენტრი გაანთავისუფლეს! ხარკოვში დაწყებულია კონტრშეტევა და აქაც იწყებენ უკან დახევას! მარიუპოლში ჭირს ცოტა, მაგრამ აზოვი იქ ისეთ გმირობას აჩვენებს, რომ გამორიცხულია ამ ქალაქის აღება, მითუმეტეს რომ მალე უკრაინის არმია შეუერთდება მას! რუსეთის არმია განიცდის წარმოუდგენელ დანაკარგს! 6 მილიარდის ზარალი მხოლოდ ტექნიკის ზრალია არმიაში, ცოცხალი ძალა კი საერთოდ წარმოუდგენელ დღეშია! 15000მდე დაზუსტებული დაღუპული, 4 ამდენი დაჭრილი და 1000მდე ტყვე. მსგავსი ზარალი არასოდეს არც ერთ ომში არ ჰქონია რუსეთს ისტორიაში 22 დღის განმავლობაში!
5. რუსეთი უარყო თითქმის ყველამ! მას სამხედრო თვალსაზრისით არ ეხმარება არავინ, გარდა ასადის რეჟიმისა! სირიელი ჯარისკაცები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის! ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამ კლიმატში სირიელები აბსოლუტურად უუნაროები არიან ბრძოლისთვის! პლიუს ასადს, რომ ძლიერი მებრძოლები არ ჰყავს, ეგ თავად სირიაში გამოჩმდა! დაინგრა კადიროველების უძლეველობის მოთი! მათი ეგრედწოდებული მებრძოლების უმეტესობა განადგურებულია და ახლა ცდილობენ მოხალისეებით შეავსონ რიგები! პუტინს ჯარები გაჰყავს თითქმის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჯარი გაჰყავს სომხეთის ბაზიდან და ციმბირიდან! ის მიდის ვაბანკზე, მაგრამ ეს ნაბიჯიც განწირულია! ყოველ დღე ვხედავთ დეზერტირობას და დაუმორჩილებლობას! ჯარი არ ასრულებს დავალებებს, ყველამ იცის რომ სასიკვდილოდ არიან განწირულები! პუტინის სამხედრო მარცხი გაფორმდება ძალიან მალე!
6. პუტინი უკვე დიდი ხანია დამარცხდა დიპლომატიურ და გეოპოლიტურ ფრონტზე! მასთან ურთიერთობა გაწყვიტა ყველამ და ყველაფერმა! მხოლოდ ბელარუსი უფგას ჯერ გვერდით და ისიც ბოლომდე აღარ! ვერაფრით მოახერხა პუტინმა ბელორუსის არმიის ჩათრევა ამ ომში! ვერც ლუკაშენკო რისკავს ბოლომდე ჩაყვეს ვალოდიას საფლავში! პუტინს უარი უთხრა ჩინეთმა! დღეს ბაიდენი-სი ძინ პინის შეხვედრაზე, ფაქტიურად ჩინეთმა საბოლოოდ თქვა უარი პუტინთან ერთად ერთ ნავში ჯდომაზე! ჩინეთი ახლა არის ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხის ქვეშ და არც ერთ შემთხვევაში არ გარისკავს ზედმეტს არაფერს! ყაზახეთიც კი აცხადებს, რომ მზადაა ევროპა აზერბაიჯანის გავლით მოამარაგოს გაზით! ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული დანაა რუსეთის ზურგში!
7. რა გამოსავალი აქვს ტირანს? აქვს მხოლოდ ორი გზა! აღიაროს წაგებული ომი და გავიდეს უკრაინის ტერიტორიებიდან ან წავიდეს ბოლომდე ვაბანკზე და გააფართოვოს ფრომტი! უცნაური ძვრებია პოლონეთში! NATO ძალიან აძლიერებს პოლონეთის საზღვრებს, ათასობით ჯარისკაცი, უზარმაზარი შეიარაღება და ყოველდღიური განცხადებები და მუქარა, რომ NATO დაიცავს საკუთარი ტერიტორიების თითოეულ გოჯს! დღეს ანჯეი დუდამ მოაწერი ხელი კანონპროექტს და გააორმაგა საკუთარი ჯარი! 150 ათასიდან გაიზარდა 300 ათასამდე! დღეს პირველად გაიტესტა საჰაერო განგაშის სირენები პოლონეთის ქალაქებში! რუსული ბომბები კი ძალიან უახლოვდება პოლონეთის საზღვრებს! საინტერესო ისიც, რომ რუსეთი ბრესტში აკეთებს რეზერვის მობილიზებას! ბრესტი კი არის რეგიონი, საიდანაც ვარშავა ბევრად უფრო ახლოა, ვიდრე კიევი! პუტინის პროპაგანდისტები კი ყოველდღიურად იმეორებენ, რომ რუსეთი არ უნდა გაჩერდეს უკრაინაზე! დღეს ლავროვმაც ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა, რომ ისინი დაბომბავენ NATO-ს ტვირთებს! სტოლტენბერგს კი გაკეთებული აქვს განცხადება, რომ ამ ტვირთებს იცავს NATO და მათზე თავდასხმა აამოქმედებს მეხუთე მუხლს!
8. რატომ წავა პუტინი ამ გზით? იმიტომ, რომ კარგად იცის, მას წაგებულ ომს არავინ აპატიებს! უკრაინელებიც ამბობენ, რომ დაგმობას არ აპირებენ ტერიტორიების დათმობას და მიაწვებიან ბოლომდე! უკრაინელებთან წაგებულ ომს რუსები პუტინს არ აპატიებენ! პატრუშევი და ბორტნიკოვი ელოდებიან საკუთარ მომენტს და ამაზე უკეთესს ვერასოდეს იპოვიან! ისე საინტერესო არის ერთი რამ: 2021 წელს პატრუშევი და ბორტნიკოვი შეხვდნენ ამერიკის CIA-ს შეფს ბერნს და რამდენიმე საათი ილაპარაკეს კიდეც! შეხვედრის შემდეგ კი პრესკონფერენციაზე თქვეს, რომ მათ შორის იდეალური და ჰარმონიული ურთიერთობებია! რას ნოშნავს ეს კაცმა არ იცის! ახლა კი თემას რომ დავუბრუნდეთ, პუტინს წაგებული ომი NATO-სთან ურჩევნია გასაპრავებლად, ვიდრე უკრაინასთან! ასე რომ მე პირადად მაინც მგონია, რომ ეს ომი გარდაუვალია და NATO-ს აუცილებლად მოუწევს ჩაერიოს! იკითხავთ ალბათ, დასუსტებული და გაბედავს? კი გაბედავს, მაგრამ გაბედავს იმიტომ, რომ დასუსტებულია! ის არ გაიწევს ამ ომის მოსაგებად! ეს იქნება ომი ომისთვის ჩემი აზრით!
9. ბირთბული? ბირთვული ომი არ იქნება! პუტინის გარდა რუსეთში აღარავინ მოაწერს ამას ხელს! არც შოიგუ, არც გერასიმოვი, არც პატრუშევი და არც ბორტნიკოვი! როგორც წერენ სწორედ ამ 5 ადამიანის თანხმობა არის საჭირო ბირთვული იარაღის გასასროლად! დამიჯერეთ, რომ ხუთივემ კარგად იცის, რომ ეს იქნება მათი უკანასკნელი ბრძანება! მითუმეტეს პუტინის მუქარა და სტრატეგიული თავდაცვის ძალების ამოქმედება სასაცილოდ არ ეყო დასავლეთს და იგივე არავის უქნია! მათი დაზვერვა დამიჯერეთ აკონტროლწბს ყველაფერს და ზუსტად იციან, რომ ეს პუტინის ბაქიბუქია უბრალოდ და მეტი არაფერი! ასე რომ ბირთვული ომი არ იქნება და საერთოდ არაა გამორიცხული ბერნსს ზუსტად ეს გარანტიები მიეღო პატრუშევისგან!
10. რა უნდა ვქნათ ჩვენ? ამას ყველაზე მარტივად ვიტყვი: ქართული ოცნების ხელში უნდა გავსწორდეთ წელში და დევიწყოთ გალობა!
პ.ს. და მაინც! ჩვენ გავიმარჯვებთ! უკრაინა ჩვენთვისაც გაიმარჯვებს! ✊🏻✊🏻🇺🇦🇺🇦🇺🇦🇬🇪🇬🇪🇬🇪 – წერს ნიკო მიქაია.