შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე ნატა გულიაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა. მან „ინსტაგრამზე” კარიკატურა შექმნა, სადაც ტრანსფორმირებულ ფიონას – ნატა გულიაშვილს, რეალურს კი დედამისს ადარებს. აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა.
„ეს უკვე მაგრად ტეხავს შენი მხრიდან” „რა პონტია ამის გაკეთება”,- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
მოგვიანებით აღნიშნულ შენიშვნებს ევა ბარბაქაძემ „ინსტაგრამ სთორით” უპასუხა:
”სანამ კიდევ ვინმე მომწერს რო როგორ დავცინი ადამიანს და როგორი ბოროტი ვარ, ძალიან გთხოვთ ჩემს ადგილას ჩადექით და გაიგეთ, რომ დედაჩემის შეურაწყოფას არავის გავუტარებ, იმ ადამიანს იმდენი ცუდი რამ აქვს უკვე ნათქვამი, რომ კიდევ ძალიან კეთილი ვარ მხოლოდ ამას რომ ვდებ ხუმრობით და სხვას არაფერს ვაკეთებ” – წერს ევა.