presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, მაისი 22
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»World News»“როდესაც ბომბები ცვიოდა, ჩემს შვილს საკუთარი სხეულით ვეფარებოდი. ვიცოდი, ამით რეალურად ვერ დავიცავდი, მაგრამ…” – მარიუპოლელები საკუთარ ისტორიებს ყვებიან
World News

“როდესაც ბომბები ცვიოდა, ჩემს შვილს საკუთარი სხეულით ვეფარებოდი. ვიცოდი, ამით რეალურად ვერ დავიცავდი, მაგრამ…” – მარიუპოლელები საკუთარ ისტორიებს ყვებიან

presaBy presa26/03/2022Updated:26/03/2022კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

გადარჩენილი მარიუპოლელები Financial Times-თან საკუთარ ისტორიებს ყვებიან. მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, ხალხი საკვებისთვის უპატრონო ძაღლებს კლავს. მედიის რესპონდენტი, ერთ-ერთი მარიუპოლელი ბიზნესმენი, სახელად დმიტრო (გვარის დასახელებაზე უარი თქვა) რომელმაც ქალაქი უკვე დატოვა, მეგობრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხალხი ამ ზომას მას შემდეგ მიმართავს, რაც საკვების მარაგი ამოეწურათ.

“გესმის სიტყვები, მაგრამ მათი დაჯერება შეუძლებელია, დაჯერება, რომ ეს ნამდვილად ხდება. ეს ჯოჯოხეთია დედამიწაზე”. – ამბობს ის FT-სთან.

დმიტრო ერთ-ერთია იმ უკრაინელებს შორის, რომლებსაც Financial Times-ი უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპოროჟიეში ევაკუირების შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა. ყველა რესპონდენტი აღწერს, რომ სასტიკმა თავდასხმებმა ქალაქი გაანადგურა, მოკლა და დაასახიჩრა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, გადარჩენილებს კი ღრმა ჭრილობები დაუტოვა.

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად მარიუპოლში შეწყდა ელექტროენერგია, გაზი და წყალი. 400 000 მარიუპოლელი გაყინულ თავშესაფრებში დარჩა.

გადარჩენილები აღწერენ “სასოწარკეთილ მცდელობას”, დაბომბვის პარალელურად პროდუქტები და ნივთები მოემარაგებინათ. FT-ის რესპონდენტი, დმიტრო ყვება, რომ დაბომბვის შემდეგ მარიუპოლის ცენტრალურ ბაზარში მივიდა.

“ყველაფერი იწვოდა, ყველგან გვამები იყო. მე კი მათ შორის მივდიოდი – აქ კომბოსტოს ვიღებდი, იქ სტაფილოს. ვიცოდი, ეს ნიშნავდა, რომ ჩემი ოჯახი კიდევ 1-2 დღე იცოცხლებდა”. – ამბობს ის.

მიკოლა ოსიჩენკო, მარიუპოლის ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ის თავს მუდმივად სრულად უსუსურად გრძნობდა.

“როდესაც ბომბები ცვიოდა, ჩემს შვილს საკუთარი სხეულით ვეფარებოდი. ვიცოდი, ამით რეალურად ვერ დავიცავდი, მაგრამ ეს სასოწარკვეთით გამოწვეული ქმედება იყო”. – ამბობს ის.

მარიუპოლელები მედიასთან აღწერენ, რომ დაბომბვის შემდეგ ქუჩის ძაღლები ადამიანების დაუმარხავ გვამებს ჭამდნენ. გადარჩენილი მოქალაქეები დაღუპულებს ერთ საფლავში მარხავდნენ.

ოსიჩენკო ყვება, რომ სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი ხალხი წყალს რადიატორებიდან სვამდა, ასევე, აგროვებდა და ადნობდა თოვლს. მისივე თქმით, წყლისთვის ადგილობრივ პარკებში წასვლაც სურდათ, თუმცა პარკებში რიგი დგებოდა და “ეს იყო იდეალური სამიზნე რუსული რაკეტებისთვის”.

FT-ის რესპონდენტის, ჟურნალისტ ანა რომანენკოს თქმით, ევაკუაციის შემდეგ მარიუპოლელები ახალი საფრთხის წინაშე დადგნენ – გაყვანისას რუსი ოკუპანტები ამოწმებენ, ისინი “სანდოები არიან თუ არა”, ასევე, ამოწმებენ სოციალურ ქსელებს, რათა “რაიმე ანტირუსული იპოვონ”. მისივე სიტყვებით, ოკუპანტებმა შემოწმებისას მისი მეგობარი ქალაქ ნოვოაზოვსკში გაგზავნეს, რომელსაც თავად აკონტროლებენ – ნოვოაზოსკში ის დაკითხეს, წაართვეს უკრაინული პასპორტი და როსტოვში გაუშვეს. ჟურნალისტს მეგობრის შესახებ ამ დღის შემდეგ არაფერი სმენია.

ანა რომანენკო FT-სთან ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, მარიუპოლში დაბრუნდეს “და ყველაფერი გააკეთოს მის აღსადგენად”.

“როგორც კი რუსები წავლენ, მე დავბრუნდები. იქ ყველა ჩემი წინაპარია დაკრძალული. სხვაგან ბედნიერი ვერ ვიქნები”. – ამბობს ის.

მარიუპოლს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია, რუსი ოკუპანტები ორ კვირაზე მეტია, ინტენსიურად ბომბავენ – ქალაქი ნანგრევებად არის ქცეული.

კვირას, 20 მარტს, ოკუპანტებმა მარიუპოლს დანებებისთვის ვადა 5 საათამდე მისცეს. მარიუპოლელებმა რუსებს უპასუხეს – “მარიუპოლს არა, *ლეს მოგცემთ”.

წყარო: ტაბულა

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“გამოვედით ყველა ცოცხლები ვართ” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი
Next Article ”დღეს ბათუმი მგლოვიარეა. სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა…” – ნახეთ ახალგაზრდა გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა

Related Posts

რუსეთი ახალ ფრონტს ხსნის? რა ვერაგ სურპრიზს ამზადებს პუტინის რეჟიმი. უახლესი ინფორმაცია

19/05/2022

“რუსებმა დახვრიტეს,კაცმა კი საფლავიდან ამოსვლა შეძლო და ინტერვიუ მისცა..” – ნახეთ გასაოცარი ვიდეო

13/05/2022

ნახეთ რა მოხდა ისრაელში ლავროვის სკანდალური განცხადების შემდეგ (ვიდეო)

06/05/2022
უახლესი სტატიები

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/2022

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

“ეჭვიანობის გამო მოკლა..” – ნახეთ ცნობილია ვინ იყო 27 წლის ქალი, რომელიც ავტობუსში ქმარმა სამი პატარა შვილის თვალწინ სასტიკად მოკლა

21/05/2022

საზარელი შემთხვევა თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა

21/05/2022
პოპულარული სტატიები
სამართალი

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/202201 Min Read

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაჭრილია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა…

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

“ეჭვიანობის გამო მოკლა..” – ნახეთ ცნობილია ვინ იყო 27 წლის ქალი, რომელიც ავტობუსში ქმარმა სამი პატარა შვილის თვალწინ სასტიკად მოკლა

21/05/2022

საზარელი შემთხვევა თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა

21/05/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/2022

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.