”როდესაც, დამივიწყეთ ყველამ, მე იმ დღიდან გარდავიცვალე…” – უცხო მიწაზე დაღუპულმა ემიგრანტმა ქალმა, სიკვდილამდე ცოტახნით ადრე წერილი დაწერა

0

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ქეთი წივწივაძე, ათენში მომვლელად მუშაობდა. სამსახურში მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქეთი, საავადმყოფოდან ემოციურ წერილს აქვეყნებდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას, და ნუ მიტირებთ, ნუ დაიდენთ ცრემლებს დარდიანს, და ნუ იგლოვებთ ამ ქვეყნიდან, ჩემი წასვლის დღეს, ნუ მიაკარებთ გულს ვაებას, გრძნობებს ჯავრიანს. სანამ მოვკვდები,მანამ მოდით მომეალერსეთ, გული გამითბეთ, დამენახეთ და გამახარეთ. და კი როდესაც, დამივიწყეთ ყველამ ცოცხალი, თქვენ ეს იცოდეთ, მე იმ დღიდან გარდავიცვალე.“

loading...

ქეთის მეგობრები სოც ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:

”ქეთი,შარშან ამ დროს როგორი ლამაზი,მყუდრო გარემო შეგვიქმენი.მომავალ წელს უკეთესად შევხვდებითო.
სად ხარ ახლა.რა მოულოდნელი იყო ეს უბედურება… ტელეფონზე ვეღარ შეძელი დალაპარაკება და მალევე დაგემშვიდობე,რომ არ დაღლილიყავი. აბა,რა ვიცოდი,რომ ეს დასასრული ექნებოდა შენს იმედებს. ნათელი გეფინოს შენს დიდ გზაზე ჩემო ქეთი” – წერს ახლობელი…
წყარო: bednierebis.club

loading...

Share.