“როდესაც ეს გაფორმდა მე მაშინ ვიყავი..” – ნახეთ როდის გაფორმდა რეალურად ხელშეკრულება აი რას ამბობს გიორგი გახარია ”ნამახვანჰეზე”

0

გიორგი გახარია „ნამახვანჰეზე” – ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში და მაშინ შს მინისტრი ვიყავი – ხეობის დამცველებთან კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და დალაგდა, ეს პრობლემა იქნებახელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში და მაშინ მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრაზე ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.„ეს კარგია თუ ცუდია მაშინ

loading...

უნდა გადაწყვეტილიყო – როდესაც გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილში იქნა მიღებული და ეს კონტრაქტი იყო გაფორმებული. სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი”, – აღნიშნა გახარიამ.
გახარიას განცხადებით, ჰესების მშენებლობაზე დადებული კონტრაქტებიდან „ნამახვანჰესის“ კონტრაქტი პირობების თვალსაზრისით ყველაზე რთული კონტრაქტი არაა და ჰესებზე სახელმწიფოს მიერ დადებული უფრო მკაცრი ვალდებულებების კონტრაქტებიც არსებობს.

“ეს არ ნიშნავს იმას და არ არის გარანტია რომ ეს კარგია ან ცუდია. აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება და პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული, მეორე მხრივ ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ აქ პრობლემა არის ეს კომუნიკაცია ჩვენი რიონის ხეობის დამცველებთან.. ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და დალაგდა – ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება”, – განაცხადა გახარიამ.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.