ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახურ სკანდალს ეხმიანება და ჩოგბურთელს სრულ მხარდაჭერა უცხადებს.
შერმადინის პოსტს, რომელიც მან facebook-ზე განათავსა, უცვლელად გთავაზობთ:
“ნიკოლოზ ბასილაშვილის მლანძღველთა ცალკე მიმდევრობაა ჩამოყალიბებული.
აქვე დავსძენ, იკითხა ვინმემ, Saving ანგარიში ხომ არ აქვს გახსნილი ბავშვის სახელზე და იქ რიცხავს ალიმენტს ბავშვის სრულწლოვანებამდე, რასაც ამერიკაში განქორწინებული წყვილების 99 პროცენტი აკეთებს.
როდესაც შვილს არ ანახვებენ, მამა არ არის ვალდებული, დედა და მისი მონაგარი არჩინოს მარტო იმიტომ, რომ მისი შემოსავალი ძალიან დიდია!
ის ბავშვი იამაყებს ჩემპიონი მამით და სრულიად საქართველო ვამაყობთ!
თქვენ კიდევ, ჯობია, თქვენს განვითარებაზე იზრუნოთ და არა სხვების პირად ცხოვრებაზე!
ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩვენ ვამაყობთ შენით!..
წარმატებები!”,- წერს ნინი შერმადინი.