„როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები, აუცილებლად შორდებიან – იქნებ თვალია? – ნუკი კოშკელიშვილი „სოცქსელის წყვილებზე“ წერს

0

​ტელეწამყანი ნუკი კოშკელიშვილი Instagram-ზე „სოციალური ქსელების წყვილებზე“ წერს.
„ძალიან ხშირად ვაწყდები ამ ბოლო დროს წყვილებს, აი ტიკ ტოკზე ან ინსტაგრამზე, სულ რომ უყურებ და ფიქრობ, “ღმერთო რა ბედნიერები არიან, აუ, მეც მინდა ასეთი ურთიერთობა ჩემ ქმართან/ ცოლთან”. ან “აუუუ რა მხიარული ოჯახია, ჩვენ რა გვჭირს?!” და უეცრად, რატომღაც ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები, ეს წყვილი შორდება…

loading...

და კიდევ ერთხელ ხვდები, რომ სოციალურ ქსელში ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ილიუზიის შექმნა, გინდ ბედნიერების და გინდ უბედურების. ასეთ დროს ხვდები, ჯობია შენ ურთიერთობას მიხედო და არასდროს ადარო არარსებულ იდილიას… ახლა ისე გამომივიდა, გეგონება მე და ბენი ვშორდებით. არა, ჩვენ არ ვშორდებით, უბრალოდ ჭორაობა მინდოდა..
მერამდენედ ვიჯერებ

ამ სოციალური ქსელების წყვილებს და ერთი გაფიქრება “აუ რა მაგარიააა”-ს და აუცილებლად შორდებიან. უი, ახლა გავიფიქრე, იქნებ თვალია?

არ ვხუმრობ. მე მჯერა, რომ თვალი არსებობს. აბა რას ფიქრობთ თვალია? თუ მაგალითად, ისედაც გაფუჭებული ურთიერთობა და ამის ხარჯზე გამოფენილი საჯაროდ ცხოვრება? გამარკვიეთ ამ ფენომენში, ძალიან მაინტერესებს“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

loading...

Share.