“საავადმყოფოში ატირებული გავვარდი ტელეფონზე ისეთი რამ მითხრეს..” – ნახეთ რას ჰყვება თამრიკო ჭოხონელიძე

0

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში „ოჯახის ექიმი” სტუმრობისას ბავშვობის კომპლ;ექსებზე ისაუბრა.
როგორც თავად ამბობს, 11 წლის ასაკში ერთ-ერთმა ადამიანმა უთხრა, რომ ელამია და ძალიან განიცადა, თუმცა ნუგეში ტოლსტოის წიგნებში ნახა და მის მერე ეს პრობლემა აღარ აწუხებს.„ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, ტელევიზორს არ უყურებო? მერე რა გიხარია, არ იცი რა გჭირსო?
მე პლეხანოვზე ვცხოვრობდი, ჩემ წინ კლინიკა იყო. მახსოვს, რაღაც

loading...

მოვიცვი და ჩუსტებით გავვარდი. ამ დროს 11 წლის ვიყავი. ეს ყველაზე შეურაცხმყოფელი, რადგან ვიცოდი და თან არ მომწონდა, ჩემ თავში ამ პრობლემას ვხედავდი.

იმ ადამიანის სახელი და გვარი, ახლაც, მახსოვს. ჩემზე უფროსი იყო, მაინტერესებს რას აკეთებს, დღემდე სიბოროტეს სჩადის?

საავადმყოფოში ატირებული მივედი და ციალა ექიმს ვუთხარი, რით ვერ გამისწორეთ თვალი-თქო.

მან კი მითხრა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი თვალი მქონდა.

შემდეგ ერთი პრაქტიკანტი ბიჭი გამომყვა და მითხრა: როდესაც ტოლსტოის წაიკითხავ იქ წერია, რომ „ყველა ლამაზი თვალი ოდნავ წაუელმებსო“.

ამის მერე, სახლში მისული ტოლსტოის წიგნებს ვეძებდი…“, – ამბობს ჭოხონელიძე.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.