უკრაინაში ოკუპანტების შეჭრიდან რამოდენიმე თვეში პრორუსი ოლიგარქის მედია საშუალებებმა, უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ პროპაგანდა გააქტიურდა, მათ “ოცნების” ზოგიერთი მინისტრი და მთავრობის წევრი შეუერთდა და ანტი დასავლურ პროპაგანდას აწარმოებდნენ, მოგვიანებით ოცნებას გამოყო ეგრეთ წოდებული რუსული “ტროიკა” და პირდაპირ ამერიკის საელჩოს და ამერიკას ადანაშაულებდნენ რომ მათ სურდათ საქართველოში მეორე ფრონტის დაწყება, თუმცა გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის ე.წ სახელმწიფო აგარაკზე დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსის ავტორიტარულ მმართველ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა
ამ ფაქტთან დაკავშირებით ეგრეთწოდებულ ოთხეულს კომენტარი არ გაუკეთებია, ფაქტს პოლიტოლოგი ვასილ ქოქოლაძე ეხმაურება და წერს.
“სად იმალებით თქვე სამარცხვინოები,ამერიკას უნდა მეორე ფრონტის გახსნა ხო გაგიხსნათ პუტინმა მეორე ფრონტი რატო არ აკეთებთ განცხადებას”
ფაქტს ასევე ეხმაურება ზურაბ ჯაფარიძე:
,,მაშინ, როდესაც მტერი არის ყველაზე სუსტ მდგომარეობაში. შენი პოზიციები უნდა იყოს სულ უფრო და უფრო პრინციპული და უნდა იყო უფრო და უფრო მომთხოვნი. ეს არის პოლიტიკის ანბანი… დღეს რუსეთი არის ყველაზე სუსტი და ამის არ გამოყენება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის დანაშაული”