თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.
“ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა ავტობუსში, არ ვიცი ცოცხალია თუა არა”, – წერს თვითმხილველი ზაზა კოშკაძე სოციალურ ქსელში.
პოლიციამ ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
როგორც შსს-მ “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს