“საკუთარ მანქანაში დაწვეს, თავად აყიდინეს საწვავი” – ისტორია, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეს ძალიან ჰგავს

0

მოქალაქე ეკატერინე თათიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პროკურატურის მიერ, გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი აფთიაქში წამლებს ყიდულობს.

loading...

თათიკაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის მსგავს ამბავს იხსენებს.

„დღევანდელ გასაჯაროებულ თამარ ბაჩალეიშვილის აფთიაქებში გადაადგილების კადრებს რაც შეეხება – ამით უფრო კარგად და მკვეთრად გამოჩნდა რამდენად პროფესიონალურ ორგანიზებულ მკვლელობასთან გვაქს საქმე!

მახსენდება დაახლოებით 1 წლის წინ მომხდარი ამბავი საბერძნეთში თუ არ ვცდები აგრინიოში, როდესაც საკუთარ მანქანაში დაწვეს ირინი ლაგუდი. მას თავისივე ხელით აყიდინეს საწვავი, ზუსტად ასე ასაჯაროვებდნენ მის გადაადგილებას, როდესაც ბენზინ გასამართ სადგურზე ყიდულობდა საწვავს.

ამტკიცებდნენ თვითმკვლელობას. იმ შემთხვევაში სამართალმა მართლაც იზეიმა და მწამს უფლის არც თამარის უმძიმესი მკვლელობა დარჩება ბნელში!“- წერს თათიკაშვილი.

loading...

Share.