presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, ივნისი 4
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ეს საინტერესოა»“საკუთარ ფოტოებს არ ვაჩენდი, ახლა კი სარკეში რომ ვიყურები..” – ნახეთ როგორ გამოიყურება ბათუმელი გოგონა, რომელმაც 120 კილო დაიკლო (ფოტოები)
ეს საინტერესოა

“საკუთარ ფოტოებს არ ვაჩენდი, ახლა კი სარკეში რომ ვიყურები..” – ნახეთ როგორ გამოიყურება ბათუმელი გოგონა, რომელმაც 120 კილო დაიკლო (ფოტოები)

presaBy presa06/02/2021კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

სოფო აბაიშვილის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის. ის 31 წლისაა და 120 კილოგრამი დაიკლო. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი მიღწევაა და საკუთარ გამოცდილებას ხშირად უზიარებს სოციალურ ქსელში სხვებსაც. ახლა 65 კილოგრამს იწონის და სასურველ წონას დიდი ხანია ინარჩუნებს. სოფო გვიყვება, როგორ დაიკლო და რაზე ამბობს უარს, რომ შედეგი შეინარჩუნოს:
– წონის პრობლემა 13 წლის ასაკიდან დამეწყო. არც ჰორმონალური დარღვევა მქონია და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. უბრალოდ, ჭამა მიყვარდა და ბევრი არასასარგებლო პროდუქტით ვიკვებებოდი. ამის გამო 13 წლის ასაკში 80 კილო ვიყავი.
24 წლის ასაკში კი 185 კილომდე ავედი.

– როგორ დაიკელით ამის შემდეგ?
– 24 წლის ასაკში ენდოკრინოლოგთან მივედი, ჩავიტარე გამოკვლევები და ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მქონია. დავიწყე სწორი კვება. ენდოკრინოლოგი ძალიან მეხმარებოდა, ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი. 10 თვის განმავლობაში სწორი კვებით 75 კილო დავიკელი. წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე ეს წონა. მერე რესტორანში ვმუშაობდი, კვების რეჟიმი ამერია, ნერვებმაც მიმტყუნა და 60 კილოზე მეტი ისევ მოვიმატე. რაც დავიკელი, თითქმის ავინაზღაურე. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჩემმა დამ და სიძემ მირჩიეს, რომ ბარიატრიული ქირურგიისთვის მიმემართა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება ავტომატურად კლებას არ ნიშნავს. მოვიკრიბე ძალები და 2 წელი სწორ კვებაზე ვიყავი. 120 კილო დავიკელი. უკვე 4 წელი გავიდა და წონას დღემდე ვინარჩუნებ.
არის დღეები, როდესაც ვარღვევ და საკუთარ თავს განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევ, მაგრამ მაინც სულ ფორმაში ვარ.

– რა შედის ახლა თქვენს რაციონში და რაზე მოგიწიათ უარის თქმა?
– დღის განმავლობაში ვცდილობ, რომ 4-5-ჯერ ვიკვებო. დილით შვრიის ფაფას მივირთმევ, ხილსაც ვჭამ. თორმეტი-პირველი საათისკენ წვნიანს, საღამოს საათებში კი ვცდილობ, მოხარშული ხორცი ან თევზი მივიღო. ვჭამ ბოსტნეულს და ცხიმიან საკვებს ვერიდები. ცომეულზე უარი ვთქვი, ხოლო ტკბილზე უარს ვერასდროს ვამბობ, შოკოლადის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგრამ, რაოდენობას ძალიან ვაკონტროლებ.

რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს შედეგს?
– არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. ყოველთვის ვმალავდი საკუთარ ფოტოებს. რაც დავიკელი, სოციალურ ქსელში განსხვავების დადება დავიწყე. ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა, უამრავი ჟურნალი თუ საიტი გამომეხმაურა, მიმიწვიეს ტელევიზიებში. სულ სხვანაირი ცხოვრება დავიწყე. უფრო გახალისდა ჩემი ყოველდღიურობა. ყოველ დილით, როდესაც სარკეში ვიხედები, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ გამომივიდა. ვცდილობ, რომ სულ ფორმაში ვიყო და კვება გავაკონტროლო.

– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე პრობლემის წინაშე დგანან, რასაც თქვენ წლების წინ ებრძოდით?
– შეუყვარდეთ საკუთარი თავი. ყველას ვუსურვებ ნებისყოფის მოკრებასა და საკუთარ ძალებში დარწმუნებას. მერე ყველაფერი გამოვა. მთავარია მონდომება და ძალიან დიდი სურვილი.

წყარო:dainteresdi.club

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Articleტყუპები თავებით იყვნენ გადაბმულები, ექიმებმა იშვიათი გადაწყვეტილება მიიღეს რაც წარმოუდგენლად დასრულდა
Next Article ”რა გახსნაზეა საუბარი, ხალხო პანდემიის მესამე ტალღა მოდის აპრილში და გადაგვივლის!” – გიორგი ფხაკაძე ქართველ ხალხს აფრთხილებს

Related Posts

გოგონა 20 დღის განმავლობაში აშენებდა ქოხს ჯუნგლებში რათა შიგ ეცხოვრა…

04/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

თუ ცერა თითზე თითს დაიჭერთ, დიდ პრობლემას მოიხსნით – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

21/05/2023
უახლესი სტატიები

“სოფელში დედ-მამის სახლკარი რომ არ გაეყიდათ,რძალს და ჩემ ძმას ფულს ვუგზავნიდი,ბოლოს კი..” – ნახეთ ემიგრანტი ქალის სევდიანი ისტორია

04/06/2023

“თავისი ხელით გაუმზადა პატრიარქმა საჭმელი მდუმარე მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა..” – ნახეთ უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

04/06/2023

“ორი ქართველი ემიგრანტი რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ სად იპოვნეს

04/06/2023

“ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა,არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა მოუვიდა საწყალს

04/06/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/202301 Min Read

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა იასკოს შვილი შეეძინა. ინფორმაცია ლიზა იასკოს ვრცელი პოსტის შემდეგ გავრცელდა. ბავშვის…

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

“ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა,არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა მოუვიდა საწყალს

04/06/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“სოფელში დედ-მამის სახლკარი რომ არ გაეყიდათ,რძალს და ჩემ ძმას ფულს ვუგზავნიდი,ბოლოს კი..” – ნახეთ ემიგრანტი ქალის სევდიანი ისტორია

04/06/2023

“თავისი ხელით გაუმზადა პატრიარქმა საჭმელი მდუმარე მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა..” – ნახეთ უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

04/06/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.