“სანამ ცოცხალი ვარ არ დამავიწყდება მისი ეს საქციელი როცა…” – რას წერს მაკა რაზმაძე ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

0

დღეს გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წე­რა. ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე კი უნი­კა­ლურ ფო­ტოს და ემოციურ ამბავს გვიზიარებს.
ეს ისტორიული ფოტოა😊🧡პირველი არხის მაშინდელი ” ნიუსავიკები” ვართ არასრული შემადგენლობით.საახალწლო გამოშვებაა და ბოლოს ყველა ეთერში შევედით ჯულიეტასთან❤
სწორედ ჯულიეტას გამო დავდე ახლა ეს ფოტო…დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის!…
სულ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა ტელევიზიაში.ცხელ წერტილებში დავდიოდი,გადაცემას ვაკეთებდი და ნიუსშიც ვიყავი.თუმცა ჯერ მაინც სრულად ვერ აღვიქვამდი რა არის ტელევიზია.
ჯულიეტა ვაშაყმაძეს მხოლოდ ეთერიდან ვიცნობდი და ჩემთვის ტელევიზიის ღმერთი იყო❤ერთხელაც უცებ დერეფანში გამაჩერა,ხელი დამადო მხარზე და მეუბნება:

loading...

სულ გიყურებ და რა კარგი გოგო ხარ! ნამდვილი ხარ და სულ ასე გააგრძელე,იცოდე ზუსტად ესაა ტელევიზია,ერთ ” ფალშსაც” არ გვაპატიებსო”.გავოგნდი,ემოციისგან ხმა ჩამიწყდა და მხოლოდ უაზროდ ვიღიმებოდი.მან კი გააგრძელა-” იცოდე,შენ წინ ბევრი კარგი გელოდება ,მე კი სულ შენი გულშემატკივარი ვიქნები და შენზე ყველგან კარგს ვიტყვიო” …

გადამეხვია,გადამკოცნა და გზა გააგრძელა…
მას შემდეგ უამრავჯერ შევხვდით,დავმეგობრდით კიდეც.დამირეკავდა,ამბავს იკითხავდა.მერე უკვე მოგვიანებით მე ვურეკავდი.ბოლოს თვითონ როცა აღარ შეეძლო ტელეფონზე პასუხი-მის მეუღლესთან ვკითხულობდი მის ამბავს….მაგრამ აღარასდროს მიკითხავს რატომ გამაჩერა მაშინ და რატომ მელაპარაკა ისე.
ამას მე თვითონ მივხვდი მოგვიანებით და კითხვაც აღარ დამჭირდა.ის უბრალოდ ასეთი იყო-თვითონ იყო ნამდვილი და ვინც მოეწონებოდა,ვის ნამუშევარსაც კარგად ჩათვლიდა-უნდოდა მისთვის გული გაეხარებინა და ეს პირდაპირ ეთქვა❤სხვებივით არ იბოღმებოდა სხვისი წარმატებებით.უხაროდა ახალი თაობების მოსვლა და მათი წარმატებები,უხაროდა ბევრი და კარგი მატება ტელევიზიაში და ამას ღიად გამოხატავდა ყოველთვის.
მას ქონდა უნარი როგორი ვარსკვლავიც იყო ტელეეკრანზე,ისეთივე კაშკაშა და ნათელი ვარსკვლავი ყოფილიყო ადამიანებთან ურთიერთობაშიც💛🌟
ამ დღეებში ბევრს გაიხსენებენ მის შესახებ.ბევრიც დაიწერება მასზე,გაახსენდებათ მისი ფენომენალური მეხსიერება,როცა მხოლოდ ერთი დახედვით დასტა ფურცლებზე ნაწერს იმახსოვრებდა და არასდროს ჩაუხედავს ეთერის დროს ” შპარგალკაში”.გაიხსენებენ როგორი კეთილი იყო,როგორი ხალისიანი და რომ ზამთარშიც კი არასდროს იცვამდა წინდებს….
ყველა თავის ჯულიეტას გაიხსენებს და ამით გამოეთხოვება ჩვენს დიდ ლეგენდას,ლეგენდას რომელიც მართლა მთელ ეპოქასთან ასოცირდება…
ჩემი ჯულიეტა კი ასეთია-თბილი და საყვარელი❤
არასდროს დამვიწყებია და სანამ ცოცხალი ვარ არ დამავიწყდება მისი ეს საქციელი-როცა კაშკაშა ტელევარსკვლავი დამწყებ ჟურნალისტ გოგოსთან მოვიდა და შემაგულიანა-” მე შენი გულშემატკივარი ვარო”…
მიყვარს ჩემი წილი ჯულიეტა ვაშაყმაძე❤
ნახვამდის კარგო ადამიანო!
შეხვედრამდე სხვა სამყაროში!… – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში

loading...

Share.