“სასაფლაოზე შესვლისთვის ამ უზარმაზარი ჯარიმით დაგაჯარიმებენ..” – ნახეთ შსს მოქალაქეებს აფრთხილებს და რამდენია ჯარიმა

0

სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვის დამრღვევი პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება, – ამის შესახებ ​შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების საფუძველზე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.აკრძალვა არ

loading...

ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2 000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“, – აცხადებენ შსს-ში.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.