presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
შაბათი, ივნისი 25
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ეს საინტერესოა»“სასიამოვნო სიახლე,იანვრიდან იზდება ხელფასები,პენსიები,და ბევრი სხვა რამ..” – ნახეთ რამდენით გაგეზდებათ შემოსავალი ამ თვიდან
ეს საინტერესოა

“სასიამოვნო სიახლე,იანვრიდან იზდება ხელფასები,პენსიები,და ბევრი სხვა რამ..” – ნახეთ რამდენით გაგეზდებათ შემოსავალი ამ თვიდან

presaBy presa08/01/2022კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

2022 წლიდან სახელმწიფო გასაცემლები ასაკობრივი პენსიის, შშმ პირთა პენსიისა და საჯარო მოხელეების ხელფასი იმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ადასტურებს.
“პრაიმტაიმის” ამ სტატიაში ნახავთ, ვის და რამდენით ემატება პენსია და შრომის ანაზღაურება.
ასაკობრივი პენსია
ასაკით პენსიონერებისთვის პენსია მომავალი წლიდან იზრდება. 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, მომავალ წელს, 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია 260 ლარი იქნება.

ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს, რომლებსაც ე.წ. მაღალი მთის სტატუსი აქვს, დამატებითი ფულადი დანამატით ისარგებლებენ.
“მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 312 ლარი იქნება, ხოლო 70 წელს გადაცილებულებისთვის – 360 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
შშმ პირთა პენსია
შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური ფულადი გასაცემელი იზრდება – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება.
“საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში შშმ პირთა მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით იზრდება; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამა 12 მილიონი ლარით იზრდება, რაც ამ პროგრამის ზრდის ისტორიული მაქსიმუმია და 52,1 მლნ ლარს შეადგენს.

ხელფასი

2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას და ისაუბრა.

„ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, შედეგად მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: 2013-2014 წლებში, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ზე მეტი იყო. 2014 წლის შემდგომ, კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას.
შედეგად, 2020 წლის მდგომარეობით საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 80%-ზე დაბალია. თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულ 75 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ასევე ნახეთ – სასიხარულო ინფორმაცია საოციალურად დაუცველებისთვის
ვეტერანების დანამატი
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, 2022 წლიდან ვეტერანების დანამატის ოდენობა 5-ჯერ გაიზრდება.
„ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დევნილთა დახმარება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს, სადაც დევნილებიც შედიან. ვინაიდან, ჯერ კიდევ მუშა პროცესია, ჯერჯერობით უცნობია გაეზრდებათ დევნილებს სახელმწიფო გასაცემლის ოდენობა თუ არა.
“დევნილის შემწეობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს და სოციალურ კოდექსში, ყველა სოციალურ ფენასთან ერთად, დევნილებიც გათვალისწინებულნი არიან და იქ იქნება მიზნობრივი დახმარებაც განხილული.” – განმარტავენ უწყებაში
წყარო:ambavi.club

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Articleჩავატაროთ ექსპერიმენტი- დაითვალეთ, რა დაგიჯდათ საახალწლო სუფრა და რამდენი მოგივიდათ კომუნალური მერე კი… (ვიდეო)
Next Article 25 წლის ახალგაზრა გოგონას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი ლაგოდეხი შეძრა

Related Posts

10 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ქმარს შიშველიც კი არასოდეს ვუნახივარ… ძალიან მერიდება ამის დაწერა მარა უნდა ვთქვა…

20/06/2022

ვერცერთმა ექიმმა ვერ უშველა ჩემს შვილს, ნებისმიერ წამს შეიძლება მომკვდარიყო, უკვე თავის მოკვლას ვაპირებდი და უცებ ტელეფონზე ზარი გაისმა…

18/06/2022

“საშინელებას ვხედავ. გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყავით”, – ლელა კაკულია მოსახლეობას აფრთხილებს

17/06/2022
უახლესი სტატიები

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/2022

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

რამოდენმე წუთის წინ თბილისის ცენტრში ცნობილი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

24/06/2022

“ისე დაიღუპა, რომ ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები..” – ნახეთ თამარ გვერდწითელი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

24/06/2022
პოპულარული სტატიები
სოციალური მედია

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/202201 Min Read

შუქრი ბურჭულაძე შემაშფოტებელ პოსტს აქვეყნებს კოკა-კოლასთან დაკავშირებით და თან ფოტო ვიდეო მასალასაც ურთავს. Coca-Cola Coca-Cola…

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

რამოდენმე წუთის წინ თბილისის ცენტრში ცნობილი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

24/06/2022

“ისე დაიღუპა, რომ ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები..” – ნახეთ თამარ გვერდწითელი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

24/06/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/2022

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.