”სასიკვდილოდ ისე გაგიმეტებენ თვალს არ დაახამხამებენ” – ქალი, რომელსაც კისტა აწუხებდა საავადმყოფოში ისე გააფორმეს, თითქოს კოვიდი ჰქონდა (ვიდეო)

0

თათია ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ღუდუშაურის კლინიკაზე წერს სადაც მომსახურებაზე უარი უთხრეს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ნახეთ რას წერს ახალგაზრდა გოგო:
”წაიკითხეთ აუცილებლად!
2 მაისს მწვავე მუცლის ტკივილის გამო გადამიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში,სასწრაფოს მანქანაში ამოვიდა ექთანი და სწრაფი ტესტის შედეგად დამიდასტურდა კოვიდი,მოვითხოვე ტესტი ენახებინათ ან ჩემ თვალწინ თავიდან გაეკეთებინათ რაზეც მივიღე დამცინავი პასუხი
-დაგიდასტურდა რა არ გჯერაო?
არ მიმიღეს…

loading...

კოვიდი დეკემბერში გადავიტანე.მწვავე მუცლის ტკივილით მატარეს მთელი ღამე,არ მიმიღეს ნახალოვკაშიც სადაც გამოვიდა ექიმი და თქვა რომ არ ყავდათ კოვიდ ქირურგი.წამიყვანეს შემდეგ რესპუბლიკურში სადაც დამაწვინეს კოვიდ პაციენტებთან.დილით მოვითხოვე გაწერა.სახლში რომ მივედი სწრაფი ტესტი გავიკეთე,მეორე დღეს ისევ გავიმეორე და იყო რათქმაუნდა უარყოფითი.აქვე ვიტყვი რომ ღუდუშაურის კლინიკას მითითებული აქვს ტყუილები,თითქოს 28აპრილს დამეწყო სიმპტომები,მაქვს ცხელება და ხველა.გუშინ გავიკეთე ფასიანი პისიარი და რათქმაუნდა პასუხი უარყოფითია.მივწერე ფორმულას და ტევე პირველს ამის შესახებ და იმედია სწრაფად მოახდენენ რეაგირებას ამ ყველაფერზე.
სირცხვილია,სასიკვდილოდ ისე გაგიმეტებენ თვალს არ დაახამხამებენ.რა და რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი უკვე არაა რთული მისახვედრი.არ შევარჩენ უბრალოდ იმ დღეებს რაც გამოვიარე.ველოდები პროდიუსერს რომელმაც მითხრა რომ დამიკავშირდება,თუ არ გაშუქდა ეს ყველაფერი,ყველა ჯგუფში დავდებ ამ პოსტს.არ უნდა შერჩეთ ხალხის მასხრათ აგდება!!!!” – წერს თათია.

რამდენიმე საათის წინ თათიამ ვიდეოც გააზიარა და დაწერა:
”სინდისი თუ შეგრჩათ სხვას მაინც ნუღარ მოექცევით ისე,როგორც მე და კიდევ ღმერთმა იცის რამდენს…ადამიანობა გამოიჩინეთ და კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი მოვალეობა!”

თათია ნიკოლაძის თქმით, ამ ყველაფერს ტესტის ცდომილებად ჩათვლიდა, რომ არა ერთი უზუსტობა, რომელიც ღუდუშაურის კლინიკის პორტალზე აღმოაჩინა, სადაც წერია, რომ მას თითქოს 28 აპრილს დაეწყო კოვიდ სიმპტომები – კერძოდ: ხველა და ცხელება. ახალგაზრდა ქალი თვლის, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა, მიზანს კი ვერ აკონკრეტებს, რადგან მას არა ვირუსის სიმპტომები, არამედ – საშვილოსნოზე კისტით გამოწვეული ტკივილები აწუხებდა.

loading...

Share.