სასტიკი მკვლელობა ჩხოროწყუში – შვილმა მამა სამზარეულოს დანით მოკლა

0

ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ნიკოლოზ წურწუმიამ შელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მამა, 65 წლის კოტე წურწუმია სამზარეულოს დანით მოკლა. შემთხვევის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

loading...

კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლების თქმით მამა-შვილს შორის კამათი ხშირი მოვლენა იყო, განსაკუთრებით, თუ ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

სასტიკი შემთხვევის დროს ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

loading...

Share.