სასწაულებრივი გამოცხადება და დახმარება

0

კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ პაფოსის მკვიდრის ბატონ ქსინარი ნიკოლაუს მონათხრობი: “პროფესიით სანტექნიკოსი ვარ. 1997 წლის ივლისის ერთ დღეს ჩემი საქმიანობა დავასრულე და სამუშაო იარაღების შეგროვება დავიწყე, რათა ისინი ავტომობილში ჩამეწყო. ბინდ-ბუნდი იყო და გარემოს კარგად ვერ ვხედავდი. მავთული იყო გაჭიმული, რომელზეც ტანსაცმელი ეკიდა, იგი სხვა მავთულზე ერთი კაუჭით იყო ჩამოკიდებული, კაუჭის ზომა დაახლოებით ორი სანტიმეტრი იქნებოდა. იარაღები შევაგროვე, ავდექი, რათა ავტომობილისკენ წავსულიყავი, უცაბ კაუჭი თვალში შემესო და როგორც თევზი ანკესზე, ისე დავრჩი ერთ ადგილზე გაშეშებული. მთელი ჩემი ძალით ვიყვირე „მიშველეთ“. სახლის მეპატრონე ჩემსკენ გამოემართა. ასეთ მდგომარეობაში, რომ მნახა, მითხრა თვალიდან კაუჭს ამოგაძრობო. უარი ვუთხარი, რადგან შემეშინდა ამოღების დროს არ დავებრმავებინე. ვთხოვე, ჩემი ავტომობილიდან ბრტყელტუჩა მოეტანა, რათა „მავთული“ გადაეჭრა, მერე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში წავეყვანე და კაუჭი იქ ამოეღოთ.

loading...

დროის მთელ იმ შუალედში, რომელიც წასვლასა და უკან მობრუნებას მოანდომა, მე ვტიროდი და ვწუხდი, რადგან სამი შვილი მყავდა და არ მინდოდა, რომ მათ ბრმა მამა ჰყოლოდათ. სწორედ იმ წუთას ჩემს წინ ერთი გამხდარი კაცი გამოჩნდა, რომელიც შავი ანაფორით იყო შემოსილი. როგორც კი ეს კაცი დავინახე და პირჯვარი გადავისახე, ვიგრძენი თრთოლა, ვიგრძენი ასევე თუ როგორ შემეხო მისი ხელი ლოყის ქვევით, ხოლო თავი ზევით ამაწევინა და კაუჭი თვალიდან ამომივარდა.

 

როდესაც სახლის მეპატრონე, რომელიც ბრტყელტუჩას მოსატანად იყო წასული, დაბრუნდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში წავედით. ექიმებს მოვუყევი თუ რა შემემთხვა, მათ გამსინჯეს, მაგრამ არ დამიჯერეს. თვალის გუგაზე ჭრილობა მქონდა. ერთგვარი მალამო დამადეს და მითხრეს, რომ სამი-ოთხი დღით თვალი აუცილებლად შეხვეული უნდა მქონოდა.

 

მეორე დღეს, ერთ მაღაზიაში შესვლისას ზევით კედელზე დაკიდებულ ფოტოზე ვხედავ სწორედ იმ ადამიანს, რომელიც იმ საღამოს ჩემს წინ გამოჩნდა. ქალბატონს, რომლის მაღაზიაშიც ვიყავი, ვკითხე თუ ვინ იყო სურათზე გამოსახული. მიპასუხა, რომ იგი ძალიან ცნობილი ბერია*, რომელსაც პაისი ჰქვია. მინდოდა ეს სურათი თან წამომეღო, რადგან ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი იყო. ქალბატონს შევეხვეწე მოეყიდა ის და რა ფასსაც მოისურვებდა გადავუხდიდი. მან ერთი წიგნი მომცა, სადაც მამა პაისზე იყო მოთხრობილი. ის წიგნი იმავე დღეს წავიკითხე და მას მერე, როგორც თავის დამცავი ავგაროზი, მანქანაში მიდევს“.

 

წყარო: მღვდელმონაზონი ისააკი, ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება, გვერდები: 360-361. აღდგომის კალივის გამოცემა, კაფსალა, მთაწმინდა

მთაწმინდა, 2004

 

შენიშვნა: მსოფლიო საპატრიარქოს 2014 წლის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ბერი პაისი ჩარიცხულია წმიდანთა დასში!

 

loading...

Share.