თვითმხილველების თქმით, რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საგუშაგოსთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ბლოგ-პოსტის მოწყობას აპირებენ.
ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ფოტოებში ჩანს, რომ სამხედროები საზღვართან ჯავშანტრანსპორტით მივიდნენ, ისინი შეიარაღებულები არიან.
ცნობისთვის, ლარსის გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგებია, რუსები მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოსვლას ცდილობენ.