ბათუმში, მაშველელებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს.
„სახლის ჩამოქცევის პირველი მსხვერპლი უკვე ცნობილია. ჩემი ნათესავი აღმოჩნდა,“ – წერს სოციალურ ქსელში ზურა ბაუჟაძე
რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.
მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.